workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: “მანჩესტერი”, შესაძლოა, ფატის ან დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდეს

Sport: “მანჩესტერი”, შესაძლოა, ფატის ან დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდეს

როგორც Diario Sport იტყობინება, “მანჩესტერ იუნაიტედი” სანჩოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ამ საკითხს “ბარსელონაც” აქტიურად აკვირდება.

კატალონიელები შიშობენ, რომ ინგლისელი გარემარბის ვერდამატების შემთხვევაში, შესაძლოა, მანჩესტერელები დემბელეს ან ფატის ტრანსფერს მოუბრუნდნენ.

სხვადასხვა ჭორის მიხედვით, “იუნაიტედმა” “ბლაუგრანას” ფატის თაობაზე ორი, 100 და 130 მილიონიანი შეთავაზებები გაუკეთა. ანსუს გამოსასყიდი თანხა კი 170 მილიონი ევროა.

“ბარსელონას” სურს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ანსუ ფატის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო გახდეს, რათა მის მომავალზე ფიქრი კლუბისთვის სანერვიულო აღარ იყოს.

რაც შეეხება დემბელეს, ფრანგი შემტევის ტრანსფერი ასევე ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა, თუმცა ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობის გამო, ეს სვლა “წითელი ეშმაკებისგან” სარისკო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Anssumane
    schedule 10 აგვ 2020, 21:15

    ……კატალონიელები შიშობენ, რომ ინგლისელი გარემარბის ვერდამატების შემთხვევაში, შესაძლოა, მანჩესტერელები დემბელეს ან ფატის ტრანსფერს მოუბრუნდნენ…….

    ანსუს ხელი არ დაადოთ დემბელე პაჟალუსტა

    ეგ მეც ვნახე სხვაგანაც ოღონდ ფატიზე კიარა დემბელეზე იყო საუბარი

    შიშობენ კიარა გაუხარდათ რო სანჩოს ტრანსფერი ჩაიშალა და იმედოვნებენ რომ დემბელეს მიუბრუნდებიანო სანჩო მან იუში აღარ გადავა რადგან დორტმუნდი კაპიკს არ აკლებს თან დორტმუნდს დედლაინი ქონდა გამოცხადებული სანჩოზე რომელსაც ვადა 10 აგვისტოს ამოეწურაო დორტმუნდი წინასასეზონო შეკრებაზე უკვე გაემგზავრა და სანჩოც თან გაყვაო რას შიშობენ რის შიშობენ ფატის ყიდვა უნდოდათ მარა უარი მიიღეს და ახლა ის მათთვის მიუწვდომელია ბარსა კი ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდადაა და ისინი იმედოვნებენ რომ სანჩოს ტრანსფერის შემდეგ წითელი ეშმაკები დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდებიან რომელიც 60 მილიონამდეა შეფასებულიო ფატიზე მასზე არ ღელავენო თორე შიშობენო კიარა და იმედოვნებენ რო დემბელეს მიუბრუნდებიანო (შიშობენო 😂)
    ეს ყველაფერი სპორტ იეს ზე იყო დაწერილი ვნახე და იუთუბის არხზეც 120 მ ვერ იხდიან სანჩოში და ფატის 400 მ აქვთ ? ბლა ბლა ბლა ….ფატი გამორიცხულია და მასზე არ ღელავენო. დემბელე კიდე მოჟნა რო იყიდონ და კარგსაც იზამენ
    თუნდაც ეს
    https://www.youtube.com/watch?v=BR3yaXzeZTc

  • Romarioo
    schedule 10 აგვ 2020, 19:51

    ფარნა,
    სანჩოზე ვერ ბედავენ 140 მილიონის გადახდას და ფატიში გადაიხდიდნენ მაგდენს?უბრალოდ მოგონილი ჭორებია,თორემ არც ერთ სერიოზულ ჟურნალისტს არ დაუდასტურებია ეგ შეთავაზება.

  • ფარნა
    schedule 10 აგვ 2020, 18:10

    Iniesta_8,
    130 მლნ ევროს იხდიდა მარა არ გაყიდა 170 ია ამის ფასი ახალი კონტრაქტით 400 ეღირება

  • Iniesta_8
    schedule 10 აგვ 2020, 18:08

    ყველა ხვდება მაგდენს რომ მანჩესტერი ფატიში 100 მილიონსაც არ გადაიხდის, იმიტომ კიარა რომ არ ღირს, შემდგარი ვარსკვლავი სჭირდებათ და მაგიტომ. სანამ ფატი ბოლომდე გაიხსნება მანამდე მანჩესტერი შეიძლება ჩემპიონშიფში გადავარდეს

  • ფარნა
    schedule 10 აგვ 2020, 18:05

    დემბო წაიყვანეთ ფატის ხელი არ დაედოს

  • M10 S9 D11
    schedule 10 აგვ 2020, 17:29

    დაკარით ცხვირი ოეოვეს ბრიქზე სანჩოს ყიდულობენ და რაღათ უნდათ დემბელე

  • BARCELONA FOREVER
    schedule 10 აგვ 2020, 17:29

    რა ფატი ესენი ავად ხომ არ არიან

  • JUZI
    schedule 10 აგვ 2020, 17:16

    ფატის თავი დაანებეთ, ხრუსტალმენი სადაც გინდა იქ წაიყვანეთ რა თქმაუნდა შესაბამის ფასად.