“ბარსა”-“ნაპოლის” UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ კატალონიური გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი დასახელდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინელმა დღევანდელ შეხვედრაში “ბარსელონას” ულიდერა. ის გუნდს ჯერ გოლით დაეხმარა, შემდეგ კი პენალტი გამოიმუშავა.
პენალტის ეპიზოდში მესიმ დაზიანება მიიღო და მისი მოედანზე დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში მაინც გააგრძელა და როგორც მატჩის შემდეგ კიკე სეტიენმა თქვა, მომდევნო თამაშისთვის მას პრობლემა არ შეექმნება.




აბა სხვა ვინ უნდა დაესახელებინათ
აბა რაა.იმედია ბაიერნთანაც ესე იქნება.
კულიბალს უყიდე ერთი კორიდას კალბასი, ჩაუგდე ნასკში და გაუგზავნე აფრიკაში შეჩემა, მთელი თამაში გეჩალიჩებოდა ფეხის მოძრობაზე ..