workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
საინტერესო ფაქტები “ბარსა”- “ნაპოლის” დაპირისპირებიდან

საინტერესო ფაქტები “ბარსა”- “ნაპოლის” დაპირისპირებიდან

კატალონიის “ბარსელონამ” ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლის” სძლია (3-1) და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა. 

მატჩში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მოთამაშეებმა საინტერესო ფაქტები დააფიქსირეს:

  • კლემან ლანგლემ “ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე – პირველი, კარიერაში კი მეორე გოლი გაიტანა. აქამდე, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ფრანგს “სევილიას” რიგებში მოსკოვის “სპარტაკის” კარი ჰქონდა აღებული.
  • “ნაპოლის” კარში გოლის გატანა კლემან ლანგლემ თავით მოახერხა, რაც ნიშნავს, რომ “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ გატანილი 45 ბურთის შემდეგ, თავური დარტყმით პირველად გაიტანა. ბოლო გოლი, რომელიც “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა თავით შეაგდეს, აწ უკვე “ვილიარეალის” შემტევს, პაკო ალკასერს ეკუთვნის, რომელმაც ლისაბონის “სპორგინგის” კარი აიღო.
  • “ნაპოლი” მე-4 იტალიური გუნდია, რომელსაც ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანა. არგენტინელ შემტევს იტალიური გუნდისათვის 2017 წლის სექტემრის მერე არ გაუტანია (იუვენტუსი).
  • ლუის სუარესმა კარიერის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე თერთმეტმეტრიანით პირველი გოლი გაიტანა.
  • ლეო მესის გოლის გატანამდე (როდესაც ანგარიში 1-0 იყო) ბურთს ფეხი კატალონიის “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელმა შეახო.
  • ლორენცო ინსინიე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც სულ მცირე 1 გოლის გატანა “სანტიაგო ბერნაბეუზეც” შეძლო და “კამპ ნოუზეც”.
  • ლეო მესიმ “კამპ ნოუზე” ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
  • მონჩუმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ის მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანტუან გრიზმანი შეცვალა.
  • “ბარსელონა” ზედიზედ 13 სეზონია, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ახერხებს. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 11:31
    #2

    "ბარსელონამ" ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ნაპოლის" სძლია (3-1) და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა

    "და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა"? ხუმრობთ? ვალიდოლი მედო მთელი მეორე ტაიმი, მშვიდად? სულ რომა და ლივერპული მელანდებოდა. "მშვიდად"!!!

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 07:57
    #1

    საინტერესო სტატისტიკაა.