workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ლა ფუენტე – პირველი ამერიკელი “ბარსელონას” განაცხადში

დე ლა ფუენტე – პირველი ამერიკელი “ბარსელონას” განაცხადში

ძირითადი გუნდის შეზღუდული რესურსების გამო, კიკე სეტიენმა “ნაპოლისთან” მატჩისთვის ახალგაზრდული გუნდების ფეხბურთელებს უხმო. მისი ერთ-ერთი რჩეული კონრად დე ლა ფუენტეა: თუ 19 წლის ვინგერს ჩემპიონთა ლიგაზე შანსი მიეცემა, ეს მისთვის პირველი გუნდის მაისურით დებიუტი იქნება. 

საინტერესოა, რომ დე ლა ფუენტე პირველი ფეეხბურთელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა. 

კონრადის დაწინაურება “ბარსა ბ”-ში მისმა თამაშმა განაპირობა. მან ამ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლის გატანა შეასრულა, მათ შორის იყო დუბლი “ვალიადოლიდის” სარეზერვო გუნდთან გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაში. 

დე ლა ფუენტეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს. თუ ფეხბურთელი პირველ გუნდის წევრი ოფიციალურად გახდება, ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზრდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • სპარტაკი
    schedule 08 აგვ 2020, 13:57

    დე ლაფეენტე მეიმედება რატომღაც მგონია რომ ბარსას შემადგენლობაში დიდ როლს შეასრულებს მრავალი წლით..

  • JUZI
    schedule 08 აგვ 2020, 09:34

    მაგრად მინდა ამ ტიპმა რომ გაქაჩოს.