workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Telegraph: “არსენალი” კოუტინიოს ხელფასის ნაწილს გადაიხდის

Telegraph: “არსენალი” კოუტინიოს ხელფასის ნაწილს გადაიხდის

ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი მისმა აგენტმა, კია ჯორაბჩიანმა, ლონდონის “არსენალსაც” შესთავაზა.

Telegraph-ის ცნობით, “მეთოფეებს” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის გუნდში ხილვა სურთ, თუმცა, საუბარი სრულფასოვან ტრანსფერზე ჯერ არაა.

იმ შემთხვევაში, თუ “არსენალი” კოუტინიოს დაიმატებს, ეს მხოლოდ იჯარის წესით მოხდება და ლონდონელები მხოლოდ ხელფასის გარკვეული ნაწილის გადახდას დათანხმდებიან.

“ბარსელონასთვის” ამგვარი წინადადება რამდენად სარფიანია, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, კოუმ კარიერის გასაგრძელებლად პრემიერ ლიგაში დაბრუნება სასურველ ვარიანტად დაასახელა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 08 აგვ 2020, 09:48

    ციტატა: kingarturo
    როგორ დავიჯერო რო რეალის გამოვარდნა საერთოდ არ ანაღვლებთ მადრიდისტებს, იმის ფონზე რო პირველი მწვრთნელი ვინც ზიდანს ლიგიდან გააგდებს გვარდიოლა იქნება დდდ აბა სხვა ვინ იქნებოდა რო? დდდ


    როგორ არ ანაღვლებთ, უბრალოდ გვარდიმ სალაპარაკო ღრუ დაუხშო 😁

  • JUZI
    schedule 08 აგვ 2020, 09:17

    ეხლა მოიცააა! თან არსენალში უნდა ითამაშოს და ბარსამ უნდა უხადოს ხელფასის ნახევარი? და არც საბოლოო გამოსყიდვა არ სურთ?

  • tomas
    schedule 07 აგვ 2020, 22:03

    რამხელა უნამუსობაა ვერ თამაშობ და კოლოსალურ ხელფასს იღებ.