“ბარსელონას” ყოფილი და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, მალკომ ოლივეირა Radio Marca-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემას ეხება.
“ზენიტში” ადაპტირების პერიოდი
“რუსეთში ბედნიერი ვარ. სეზონის დასაწყისში ტრავმა მივიღე და, შესაბამისად, ცუდი სტარტი გამოვიდა, თუმცა გამოჯანმრთელება მალევე მოვახერხე, შემდეგ კი ყველაფერი კარგად წარიმართა. ზარმაცი ვარ – მუდამ სახლში დარჩენა და ძილი მირჩევნია. ერთადერთი რამ, რაც “ბარსას” შემდეგ შეიცვალა, სიცივეა”.
ახალი როლი
“ბლაუგრანა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ. მაგრამ, ასევე, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ყველა მოთამაშე ასეთი ცნობილი არაა. კატალონიაში ჩასვლისას ვიცოდი, რომ თანაგუნდელებს უნდა დავხმარებოდი”.
“ბარსელონაში” მიღებული გამოცდილება
“ბავშვობიდან ჩემი ოცნება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაში იყო. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ყოფნით ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემიძლია, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვუთხრა, რომ “ბარსელონაში” ვთამაშობდი”.
არტურ მელოს შესახებ
“ის ჩემი მეგობარი და ერთ-ერთი პიროვნებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვესაუბრები. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი სათამაშო ხარისის გამო, ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. მელო კლუბის ერთგული მოთამაშე და მშრომელი ადამიანია, რომელიც მუდამ მაღალ დონეზე ყოფნისაკენ მიისწრავის”.
ფილიპე კოუტინიოს შესახებ
“ფილიპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც მეგობარს, მასთან კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ის კვალიფიკაციითა და შორეული გასროლებით გამოირჩევა. კოუტინიო, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ითამაშებს, რადგან ის მრავალმხრივია”.
“სევილიაში” გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები
“ვიმეორებ, “ზენიტში” ბედნიერი ვარ. პრესა ჩემი და ანდალუსიური გუნდის კავშირზე ცრუ ინფორმაციეას ავრცელებს. ახლა რუსეთში ვიმყოფები და არსებული კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა მსურს”.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” მალკომი 2018 წელს ფრანგული “ბორდოდან” 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, 2019 წელს კი “ზენიტში” 40 მილიონად გაყიდა.




ზარაცი რომ ხარ მიტომ ხარ ზენიტში და არა ბარსაში.