workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგი უსმან დემბელეს ტრანსფერს ითხოვს

ობამეიანგი უსმან დემბელეს ტრანსფერს ითხოვს

საფრანგეთში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ბრიტანული Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იმის გათვალისწინებით აპირებს, მოახერხებს თუ არა ლონდონის “არსენალი” “ბარსელონას” შემტევის, უსმან დემბელეს შეძენას. 

ლონდონური კლუბის ლიდერი ასოციაციის თასის ფინალში “არსენალს” გმირად მოევლინა და გუნდს ტიტულთან ერთად ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოუპოვა. გაბონელის კონტრაქტს ვადა მალე ეწურება და ის “მეთოფეთა” რიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დატოვებს, თუ კლუბი მომდევნო სეზონისთვის დიდ ტრანსფერებს განახორციელებს. მისი მთავარი სურვილი გუნდში სწორედ დემბელეს მიყვანაა. 

ობამეიანგი და უსმანი ერთად დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშობდნენ. 

მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” დემბელეს გაშვებაზე თანახმა იქნება. ბრიტანული გამოცემის ცნობით, კატალონიელები ფრანგი ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აღარ აპირებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 03 აგვ 2020, 18:08

    პსჟ-ს აღარ უნდა ჩვენი ოქროს ბიჭუნა? მომავალი პელე?

  • Barca_MNS
    schedule 03 აგვ 2020, 16:06

    ოღონდ გენდუზიში არ გაცვალონ ან ვინმეში ვაბშე რაღადროს გაცვლაა..

  • M10 S9 D11
    schedule 03 აგვ 2020, 13:00

    რა იყო პიერ 20 ასისტს აღარავინ გიკეთებს?

  • Don_Andresito
    schedule 03 აგვ 2020, 12:21

    უფრო ღადაობა იქნებოდა დემბელეს რო მოეთხოვა ამისი ტრანსფერი

  • ფარნა
    schedule 03 აგვ 2020, 12:21

    მიეცით არსენალს მაინც გენდუზში გაუცვალეთ დაუმატეთ ცოტა და ჩვენც დავისვენებთ