მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა ბ-მ” სეგუნდა დივიზონში დაწინაურება ვერც ამ სეზონში მოახერხა, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, სარეზერვო გუნდის ფეხბურთელების მიმართ ქება მაინც არ დაიშურა.
“დაწინაურება ვერ მოახერხეთ, მაგრამ მაინც გილოცავთ იმას, რომ ასეთი სეზონი გქონდათ. მოთმინებით და მშვიდად იყავით, იმიტომ რომ ახლა თქვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია”. – განაცხადა ბართომეუმ.
“ბარსა ბ-მ” რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ერთი ეტაპი გაიარა, ფინალში კი “საბადელთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა.




სირცხვილი… დრო იყო რომ ბარსა ბ -ს ლა ლიგაში გადმოსვლა შეეძლო და ეზლა თურმე მისალოცად ჰქონიათ საქმე, რომ სეგუნდადან ფაქტიურად გავარდნილ გუნდთან წააგო. სეგუნდა დივიზიონიდან… 🤦
საბადელიც ბარსელონაა თითქმის. იქიდანაა ბუსკეტსი.