ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” შესაძლოა დროზე ადრე გაფრინდეს ლონდონში

“ბარსელონა” შესაძლოა დროზე ადრე გაფრინდეს ლონდონში

“ბარსელონამ” “მანჩესტერთან” თამაშის წინ, შესაძლოა ვარჯიშის გეგმები შეცვალოს. კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ გუნდი ამოფრქვეული ვულკანის გამო დროზე ადრე გეგმავს “უემბლიზე” გამგზავრებას. ეს დღე სავარაუდოდ ოთხშაბათია.

 

ეს ყველაფერი ხდება ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო, რომლის კვამლიც მალე ლონდონს მიაღწევს. იტყობინება გამოცემა “AP”.

 

შეგახსენებთ, რომ წინა წლის აპრილში, ამოფრქვეული ვულკანის გამო, შეჩერდა ევროპაში საჰაერო მიმოსვლა. კატალონიელებს იმ დროს გასამართი ჰქონდათ 1/2 ფინალის მატჩი მილანში, “ინტერის” წინააღმდეგ(“ინტერი 3:1 “ბარსა”). “ბლაუგრანა” იძულებული გახდა ავტობუსით გამგზავრებულიყო იტალიაში და 10 საათიანი მგზავრობის შემდეგ მათ ჩააღწიეს მილანში.

 

ფინალური მატჩი “ბარსელონასა” და “მანჩესტერს” შორის შედგება 28 მაისს, ლონდონში, “უემბლიზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში