უმბერტო მასკიომ, რომელიც არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პიროვნებად მიიჩნევა, თავისი თანამემამულე და “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.
“დი სტეფანოს, პელეს, მარადონასა და კრუიფის თამაში მინახავს, მაგრამ მესი საუკეთესოა.
მსოფლიოს უდიდესი მოთამაშეების წინააღმდეგ მოედანზე ვყოფილვარ და მაინც მიმაჩნია, რომ ლეო მესი ყველას აღემატება. რა თქმა უნდა, გენიოსები ადრეც თამაშობდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთი უფრო ნელი იყო. უბრალოდ გააანალიზეთ მესის გოლები. ის ხშირად არ დარბის, მაგრამ როცა ამას აკეთებს, საოცრებების ჩადენა შეუძლია”. – განაცხადა არგენტინელმა.
მასკიო 1953-1968 წლებში “რასინგში” და სერია ა-ს რამდენიმე წამყვან კლუბში, მათ შორის “ინტერსა” და “ფიორენტინაში” თამაშობდა. არგენტინაში თამაშის შემდეგ, ის იტალიის ნაკრების წევრიც იყო.




სულ მაგას ვიძახი, თუ ვინმეს ახსოვს პელეს თამაში, ლეოს აჩქარება ბურთიანად როცა ბურთი მიკრული აქვს ფეხზე მასაც კი არ ქონია. ერთადერთი მარადონა ახერხებდა ბურთიანად ისე სწრაფად მოძრაობას როგორც ლეო. მაგრამ უბედურება ის არის, მარადონას ყველა თამაში რო გადავაბათ ლეოს 2-3 სეზონიც არ გამოვა, თუ ამას მის უდისციპლინობას და მოედანზე ვირობას გავიხსენებთ, მისი ლეოს გვერდზე დაყენებაც კი სირცხვილია.
დემბელეს ტრამვაზე რა ისმის?
Es vinaaa. Pirvelad gavige
აი ზუსტი შეფასება ამასაა სულ რო ვუმტკიცემ მარადონა პელეს ფანებს მაშინდელი ფეხბურთი ეხლანდელი ეზოს ფეხბურთის დონისაც არაა
საღოლ ბაბუ, მაგარი კაცია 🤠