“რეალის” და “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ზე რობერტო ამბობს, რომ გაუხარდება, თუ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს.
მომდევნო მუნდიალი 2022 წელს იმართება და გულშემატკივრები უკვე მსჯელობენ იმაზე, შეძლებს თუ ვერა მესი, ტურნირზე მონაწილეობის მიღებას.
“მოხარული ვიქნები, თუ მესი მუნდიალს მოიგებს, ამის შემდეგ ნამდვილად ექნება იმის თქმის უფლება, რომ ყველა დროის საუკეთესოა. – ამბობს ზე რობერტო, Tyc Sport-თან ინტერვიუში.
“მის კარიერას მხოლოდ ეს აკლია, მესი მარადონასთან და პელესთან ერთად, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.”
“ბრაზილიაში უამრავი ბავშვია, რომლებიც მესის უფრო ბაძავენ, ვიდრე ნეიმარს, მესის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ბრაზილიურ ფეხბურთს.”
მარადონასთან შედარების დროს, ზე რობერტომ ასეთი რამ განაცხადა:
“მე მითამაშია მესის წინააღმდეგ და ვნახე, როგორ გახდა ექსვჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ამიტომ მესის ავირჩევდი, 10 წელზე მეტია უმაღლეს დონეზე თამაშობს, ეს მესიმდე არავის გაუკეთებია.”
42 wlis asakshi daamtavra kariera.
ატიპიური ბრაზილიელის მსჯელობა
არადა რეალის ყოფილი მოთამაშეც რომ არის?
მადრიდული წარსულის მქონე ბრზილიელისგან არ მოველოდი ასეთ ჯანსაღ მსჯელობას
როგორც ჩანს აზროვნებს ადამიანი
ოფიციალურად ბარსამ გასვლითი ფორმა წარადგინა🖤🖤🖤🖤