მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების პირველი ფაზის შემდეგ “მილანმა” “ბარსელონასა” და ემერსონის წარმომადგენლების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, “როსონერი” კატალონიური გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას მაინც განაგრძობს. ინფორმაცია Mundo Deportivo-ს ეკუთვნის.
ბონუსებისა და ემერსონის მოქმედი კლუბის, “ბეტისისთვის” გადასახდელი კომპენსაციის გათვალისწინებით, “ბარსა” 30-32 მილიონ ევროს ითხოვს, “მილანს” კი, ჯერჯერობით, ტრანსფერისთვის მაქსიმუმ 22 მილიონის გამოყოფა შეუძლია.
წყაროს ცნობით იტალიელები დანებებას არ აპირებენ და ფეხბურთელის შეძენას უახლოეს დღეებში ისევ შეეცდებიან.
მართალია, ემერსონი “ბარსელონას” საკუთრებაშია და “ბეტისში” იჯარით თამაშობს, მაგრამ “ბლაუგრანა” მის ტრანსფერს დამოუკიდებლად იქამდე ვერ განახორციელებს, სანამ იჯარის 2-სეზონიანი პერიოდი არ დასრულდება. თუ “ბარსა” ფეხბურთელის გაყიდვას მაინც მოისურვებს, ჯერ “ბეტისისთვის” 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.




სემედუზე კარგი ნაღდად არაა. პროსტა ცხოველია
ერთი ესაა სემედუზე მაგარი და მეორე უჩა ლობჟანიძე ჯობია კაფუს
დააბრუნეთ სემედუს ნაცვლად. არაა ცუდი თანხა 30-32 მლნ მარა ძაან მოუმატა ბეტისში და შანსს მივცემდი აუცილებლად
იდეაში ეს სემედუსაც აჯობებს და რობერტოსაც. თქნ 30-9 რა უბედურებაა ასეთი პერსპექტიული ფლანგელი ბევრი არ არის დღეს. მუ ბართო თავის სტიქიაშია რას ვერჩით. მისია აქვს ყიპს და მიყვება ნელ ნელა გუნდის გაფარჩაკებას
გასაყიდი კაცი არაა ეგ…