“ჩემი ერთ-ერთი” საყვარელი მომენტი ჩემპიონთა ლიგიდან. მის დაბრუნებამდე არც ისე დიდი ხანი რჩება” – წერს ლეო მესი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.
ფოტოში 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც “ბარსამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაჯაბნა, ლეო მესიმ კი ფაქტობრივად გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ევროპის უმთავრესი საკლუბო ჩემპიონატი “კამპ ნოუზე” 8 აგვისტოს დაბრუნდება.
კატალონიელები პირველ შეხვედრაში ნათამაშები ფრის შემდეგ, შინ შეეცდებიან გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.
მესისთვის სასურველ ფინალამდე რთული გზაა, პირველი დაბრკოლება კი იტალიური “ნაპოლია”.




ჩვენც მოგვენატრა
მერე ვინ ეხვეწებოდა, რო მისდევდა გოლის მერე და რასაც ლეომ დაარტყა ფეხი ამანაც ზუსტად იმეებს ურტყა, დროშები იყო თუ ბოთლები.
ამ წლის ბოლომდე არავის დაუშVებენ ალბათ მერე შეხედავენ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას
ჩემპინთა ლიგამ და ზოგადად ფეხბურთმა დაკარგა ხიბლი მაყურებლის გარეშე. ამ სეზონს გადაიტანს კაცი, მაგრამ ამ კორონას ბოლო, რომ არ უჩანს და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უბედურება არავინ რომ არ იცის ესაა ცუდი.
კი დაბრუნდება მალე მაგრამ რა ხასითით დასრულდება ეგაა საკითხავი ლეო
დანი ალვეშმა დაუკომენტარა, თითქმის ფეხი მოვიტეხე შენს გამო მაგ დროსო😅😅ეგ მომენტი მეც მახსოვს კარგად😅