“მანჩესტერ სიტი” შემდეგი წლიდან ისაპრეზებს ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ შეიხმა მანსურმა გადაწყვიტა გუნდის ნახევარდაცვა გააძლიეროს, რომლის საუკეთესო კანდიდატადაც სეს ფაბრეგასს მოიაზრებს. როგორც “People” იტყობინება, შეიხი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და ახლა სურს კონკურენცია “ბარსას” გაუწიოს და მზადაა ფრანცესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “არსენალს”.
როგორც ჩანს, კატალონიელებს მართლაც გაუჭირდებათ სესკის ყიდვა, რადგანაც არსენალი ფრანსესკში არანაკლებ 50 მილიონს ითხოვს, ხოლო სანდრო როსელი ამ ტრანსფერის გასაჩარხად მხოლოდ 40 მილიონს ამზადებს. შეიხი ამ მოთხოვნის თავის სასარგებლოდ გამოყენებას გეგმავს და ამიტომ 20 მილიონით მეტს სთავაზობს, ვიდრე კატალონიური კლუბი.



