workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: უმტიტის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

MD: უმტიტის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

“ბარსელონას” ფრანგ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, შეძენით რომის “ლაციო” ინტერესდება, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგის დამატებას “ევერტონი”, “არსენალი”, “ვესთ ჰემი”, “ლიონი”, “მარსელი” და “რენი” განიხილავენ, მათ რიგს კი უკვე “ლაციოც” შეუერთდა.

ფეხბურთელს კატალონიიდან წასვლა არ სურს. მის მიზანს საუკეთესო ფიზიკური კონდიციის აღდგენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება წარმოადგენს. 

“ბარსელონაში” კი ფიქრობენ, რომ როგორც გუნდისთვის, ასევე უმტიტისთვის, საუკეთესო გამოსავალი მისი, გამოსყიდვის უფლებასთან ერთად, იჯარის წესით წასვლაა.

კლუბი, ასევე, მზადაა, იგი 30 მილიონ ევროდ დათმოს, თუმცა ასეთი შემოთავაზების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.

უმტიტიმ 2019/20 წლების სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. 26 წლის მცველი მოედანზე ბოლოს 27 ივნისს, “სელტასთან” გამართულ მატჩში, ვიხილეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 26 ივლ 2020, 23:16
    #3

    ეს გახდა შავი ხორცის ნაჭერი.

  • Messiah
    schedule 26 ივლ 2020, 20:52
    #2

    გაასაღეთ დროზე

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2020, 20:00
    #1

    აი სულ მიკვირს, ამას დემბელეს, ცოტა ნამუსი არ უნდა ქონდეთ? მილიონებს იღებ, არაფერს არ აკეთებ და წასვლაც არ გინდა. რო კითხო იტყვიან შავები ვართ და იმიტომ გვაგდებენო. იქონიე რა ნამუსი. მსოფლიო ჩემპიონები ხო გახდით ჩვენ ხარჯზე ეხლა მაინც შეგვეშვით, ვინ არიან ეს შეუგნებლები.