Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს, მათ შორის, ანსუ ფატის, რიკი პუჩისა და რონალდ არაუხოს დაწინაურებაზე.
“დიახ, ჩვენ უკვე 7 ახალი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მალე შემოგვიერთდებიან. სასიამოვნოა, როცა პირველ გუნდში “ბარსა ბ-ს” მოთამაშეები ასპარეზობენ.
რონალდ არაუხო, რიკი პუჩი და ანსუ ფატი “ბლაუგრანას” პირველ გუნდში ნამდვილად დაწინაურდებიან. პედრი ახალგაზრდაა, რომელსაც წარმოუდგენელი ტალანტი გააჩნია;
როდესაც ფრანსიშკუ ტრინკაუ შევიძინეთ, ის ყველასთვის უცნობი მოთამაშე იყო, თუმცა მალევე ევროპაში საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად იქცა;
ასევე, მატეუს ფერნანდესი გვყავს, რომელმაც ცოტა ითამაშა, რადგან ესპანეთში გადმობარგებისას ბრაზილიელს გარკვეული პრობლემები შეექმნა, რომლებიც მოვაგვარეთ და მან “ვალიადოლიდში” რამდენიმე მატჩი ჩაატარა.
მირალემ პიანიჩი კიდევ ერთი დანამატია, რომელიც პირველივე დღიდან სასტარო შემადგენლობის წევრი იქნება”, – აცხადებს ბართომეუ.
პიანიჩის სასტარტოში თუ სათადიროზე ყოფნა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს და არა სირმა ბართომეუმ.
არაუხო პუჩი ფატი კოლიადო პედრი ტრინკაო დეიონგი მატეუს ფერნანდესი მონჩუ მორიბა ემერსონი ორიოლ ბუსკეცი ტოდიბო დე ლა ფუენტე ამათი იმედი მაქვს წესით უნდა გაამართლონ ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა გვყვავს მთავარია სწორად განვითარდნენ და შედეგი დაიდება
პედრიც პირველ გუნდში უნდა ჩასვათ
ბოლოს პიანიჩზე ჩააჯვა
მაქ ამ ბიჭების იმედი ბოლობოლო ლამასიელები არიან. მაგრამ ამათ პირველ რიგში აუცილებლად უნდა კარგი მწვრთნელი .იგივე დელაფუნტეს დაწინაურებაც შეიძლება ძალიან ნიჭიერია იგივე მარიბა და არ გახდეს ამდენი ფულის უაზროდ გადაყრა წყალში. მაგრამ ამას ჭირდება ვიმეორებ შესაბამის მწვრთნელი გვარდიოლას დაბრუნება დახატავდა მაგრა ეგ ცოტა ისეთი თემააა, სანამ ეს სტაფია ბართომეუს თამადობით სათავეში, 2021 წელს ველოდები მანამდე ვერ არ დალაგდება გუნდში სიტუაცია.