“ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე, ლეგენდარული ბრაზილიელი, რივალდო, მომავალი “ოქროს ბურთის” მთავარ პრეტენდენტს ასახელებს.
“კევინ დე ბრუინი საფეხბურთო ელიტაში შესვლის ზღვარზე იმყოფება, მას შეუძლია შეუერთდეს ისეთ მოთამაშეებს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და რობერტ ლევანდოვსკია.
“მანჩესტერ სიტის” გამთამაშებელს შესანიშნავად შეუძლია, თანაგუნდელებს საგოლე შანსები შეუქმნას და თავადაც ბრწყინვალე გოლები გაიტანოს. ჩემი აზრით, ბელგიელი უფრო გავლენიანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ მეტ გოლს თავად გაიტანს. როდესაც პასის და გოლის ასპექტში ერთნაირად საშიში ხარ, უფრო სრულყოფილი მოთამაშე ხდები და ყველა ინდივიდუალური ჯილდოს მოსაგებად იბრძვი.
თუ დე ბრუინი გაუმჯობესებას განაგრძობს და გასული სეზონის მსგავსად ტრავმებს არ მიიღებს, ვფიქრობ, ის 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი პრეტენდენტი იქნება.” – განაცხადა რივალდომ.



