ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

გამოქვეყნდა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელების სია და ცნობილი გახდა, რომ მარადონაზე მეტს, მხოლოდ ჟოზე მოურინიოს უხდიან.

ჟოზე მოურინიო, რომელიც გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალმა” დაიქირავა, წელიწადში ხელფასის სახით 13,5 მილიონ ევროს იღებს და ამ მაჩვენებლით ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელების სიას ლიდერობს. ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა მეორე ადგილზე მარადონას გამწესება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ მიმდინარე კვირის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა დუბაის ერთ–ერთ გუნდთან – “ალ უასლისთან”. გუნდმა თავის Twitter–ზე კონტრაქტის დეტალები დადო: “D10S კონტრაქტი შეფასებულია 128 მილიონ დირჰამად, რაც 34.5 მილიონ დოლარს შეადგენს.” ეს თანხა 24 მილიონ  ევროს უტოლდება. კონტრაქტი ორ წლიანი და შესაბამისად მარადონას წლიური ხელფასი 12 მილიონი ევროა.

მესამე პოზიციაზე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გავიდა. ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელმაც 3 წლის განმავლობაში 9 ტიტული მოიგო, კატალონიური გრანდი ყოვლწლიურად ხელფასის სახით 10.5 მილიონ ევროს უხდის.

მეოთხე ადგილზე გავიდა “ინტერის” ყოფილი მწვრთნელი, რაფა ბენიტესი, ხოლო მეხუთე პოზიცია ფაბიო კაპელომ დაიკავა. სერ ალექს ფეგიუსონი და არსენ ვენგერი მეექვე და მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ, შესაბამისად წლიური 6.9 და 6.6 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია