”ვილიარეალის” თავდამსხმელი, ჯუზეპე როსი მომავალი სეზონიდან ”ბარსელონას” ღირსებას დაიცავს, იტყობინება ყოვილდღიური სპორტული გამოცემა as.
კლუბებმა უკვე შეათანხმეს ტრანსფერის პირობები. ოფიციალურად ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება. ფინანსური პირობები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ”ვილიარეალის” ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იტალიელი ფორვარდი გუნდს 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ დატოვებს.
მიმდინარე სეზონში როსიმ ”ვილიარეალის” რიგრბში 56 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.