“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავი 5 საჯარიმო გოლით გამოიჩინა, რაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
ლა ლიგის 37-ე ტურში, ლეომ მორიგი გოლი სტანდარტიდან “ოსასუნას” კარში გაიტანა, ბოლო 5 სეზონში არგენტინელზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2016/2017 სეზონში “ვალენსიას” კაპიტანს, დანი პარეხოს ჰქონდა. 2015/2016 სეზონში კი მესის მირალემ პიანიჩი დაუზავდა (6 გოლი საჯარიმო დარტყმით).
მთელი კარიერის განმავლობაში, 33 წლის მესიმ საჯარიმო დარტყმით 53 გოლი გაიტანა, 47 “ბარსელონას” მაისურით, 6 კი არგენტინის ნაკრებში.




ligazec ese gaagrdzelos minimum jarimebshi