როგორც იცით, “ბარსელონა” და “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს 8 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.
ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, იტალიური კლუბის ფეხბურთელი, დრის მარტენსი ჟურნალისტებთან საუბრობს:
“ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონით ბედნიერი ვარ, თუმცა “ბარსელონას” გოლი პირველ მატჩში არ უნდა გაგვეშვა.
ახლა რა მოხდება? არასდროს იცი, თუმცა ჩვენს თავებში სავსებით დარწმუნებულნი ვართ. კატალონიელები საკუთარ კედლებში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და მარტივი გასვლა არ გვექნება. მიუხედავად ამისა, უმთავრესი მიზანია, გოლის გატანა შევძლოთ, სხვა შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ”, – აცხადებს მარტენსი.
რა დიდ გულზე არიან აუ მესი ლიჩნად შენ უნდა გაღერძო ესენი რა გაბლატავდნენ აზრზე ხართ?!