Betfair-თან თავის ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ ლა ლიგის შედეგზე კომენტარი გააკეთა. მან კატალონიელების მისამართით უკმაყოფილება გამოხატა:
“უსამართლობა იქნებოდა, “ბარსას” რომ ლა ლიგა მოეგო. VAR-ის გამო თავის მართლება და მადრიდის “რეალის” იღბლიანობაზე საუბარი ზედმეტია, “ბარსელონამ” საკმარისის გაკეთება უბრალოდ ვერ შეძლო.”
“ზოგადად, ასეთი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო და ეცადო უკეთესი გახდე.”
კორონავირულ პაუზამდე “ბარსელონა” ლა ლიგის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა და “რეალს” 2 ქულით უსწრებდა.
სეზონის განახლების შემდეგ, კატალონიელებმა “ოსასუნასთან” დაფიქსირებულ კატასტროფულ შედეგამდე 6 უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგეს, ხოლო “ლოს ბლანკოსმა” ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა გამარჯვება.




ეს კაცი მოგზავნილი ხო არ არის?
ერთადერთი ლეგენდა რომელიც აფასებს ბარსას მდგომარეობას, შეიძლება ზოგჯერ ცდება მაგრამ აზრს მაინც აფიქსირებს ზოგიერთი ლეგენდისგან განსხვავებით. ყატარულ ხელფასს რომ იღებს და ბარსაზე ოცნებობს 🙁
იღბლიანობა არაა ეს, იდიოტო!
დავალება იყო შესრულებული სირო!