დღეს, ლა ლიგის 37-ე ტურში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ოსასუნას” უმასპინძლებს. გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის, პამპლონელებთან შესაშური სტატისტიკა აქვს.
არგენტინელმა მთელი კარიერის განმავლობაში “ოსასუნას” წინააღმდეგ ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 23 გოლით გამოიჩინა. ლეოს დღეს შესანიშნავი შანსი ექნება, რათა სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
მესიმ “ოსასუნას” წინააღმდეგ ბოლოს 2017 წლის აპრილში ითამაშა (7-1). აღნიშნულ შეხვედრაში “ლა პულგამ” დუბლი გაიფორმა.
მიმდინარე სეზონის პირველ წრეში “ბარსელონას” კაპიტანს მუხლის ტრავმის გამო “ოსასუნასთან” (2-2) არ უთამაშია.




რა ცუდია ,რო არარი დაძაბული ბოლო ტურები
სეტიენის დატოვებას აპირებენო გავრცელდა ესპანურ პრესაში ეს ინფორმაცია რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ ამ ხელმძღვანელობისგან სხვას არაფერს არ ველოდები , ვფიქრობ ბართემოუს თვით მიზანია გუნდის ბოლომდე დაშლა სანამ წავა და მესის გაგდება სხვა ახსნა ამ მარაზმს არ აქვს.
ლეო, მიდი გადაიტეხე ცაცია მუხლზე ეგ ოსასუნა😂
My Webpage
მიდი რა ლომო გოლები უნდა გაიტანო დღეს თორე დაგეწიე ეს ბენზემა