კორონავირუსის გამო აღებული პაუზის შემდეგ, ნელსონ სემედუ იმ ფეხბურთელთაგანი გახდა, რომელთაც თამაშის ხარისხს მოუმატეს.
პორტუგალიელი პროცენტულად ახლა უფრო ნაკლებ დროს ატარებს მოედანზე (67.8%), ვიდრე პანდემიამდე (72.5%), თუმცა მისმა პასების სიზუსტის მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია – აქამდე ნელსონი პასებს 88%-იანი სიზუსტით აკეთებდა, ახლა კი – 91%-იანით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ბურთის დაბრუნების მაჩვენებელიც გააუმჯობესა – აქამდე საშუალოდ ერთ მატჩში ბურთს 4.1-ჯერ იბრუნებდა , ახლა კი – 4.7-ჯერ.
მიუხედავად იმისა, რომ ნელსონის შესახებ ბევრი ჭორი აგორდა და ის “ინტერში” გადაბარგებას დაუკავშირეს, Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი “ბლაუგრანას” დატოვებას არ გეგმავს.
პროგრესი აშკარაა, აქამდე ამის პრობლემა იყო ბოლო პასი,ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა. და ნახეთ ბოლო 3-4 თამაშში რამდენი კარგი გადაცემა გააკეთა საჯარიმოშI? გრიზმანმა უკადრებელი რო იკადრა და ფეხებში აებლანდა, პუჩს მაგარი პასი გაუძრო, ბუსის ეხსნება ხოლმე იდეალურად, მაგარ პასს უჩითავს ბუსიც და ესეც კარგი პასით აგვირგვინებს პროსტა გოლამდე ვერ მიყავთ სამქე გაფარჩაკებულ შეტევას. თორე ბუსის პასი სემედოზე და სემედოს პასი საჯარიმოში ეგ იყო ერთადერთი კომბი ნაპოლისთანაც. უმატებს და მესისაც უკეთ უგებს ყოველ ჯერზე. აი კარგი მწვრთნელი უნდა რა, კარგი და არა ეს მახინჯები ერთი თუ მეორე. არაა სემედოზე უკეთესი მცველი ბაზარზე დღეს, დაივიწყეთ არნოლდები და კიმიხები, მოიყვანონ ემერსონი ან დესტი და იყვნენ სემედოსთან კონკურენციაში 1 წელი. თუ აჯობეს მერე წავიდეს ჯერ ამის გაყიდვა უდიდესი სისულელე იქნება
ვინც ამის თამაშში დადებით ვერაფერს ხედავს რობერტოს უნდა გაყურებინოთ მთელი ცზოვრება და მერე რო აუფეთქებენ გუნდს დაცვაში მარჯვენა ფლანგს მერე დააფასებთ სემედუს
აი ამ ეტაპზე ვინ გვყავს ამ ადგილზე უკეთესი? მე ძალიანაც მომწონს ეს ბიჭი და ორივეს (ფილიპ ,,მშიშარა" კოუტინიოსაც და უსმანნ,,ტრავმიანი" დემბელესაც) ერთად აღებულს სჯობს, ჩემი აზრით.
ჯერ ამის გაყიდვა არც უნდა განიხილონ. მოიყვანონ უკეთესი და კი ბატონო.