workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გასპარი: მესი არსად წავა, მას კიდევ რამდენიმე საუკეთესო წელი აქვს, რათა კვლავ საუკეთესო გახდეს

ჟოან გასპარი: მესი არსად წავა, მას კიდევ რამდენიმე საუკეთესო წელი აქვს, რათა კვლავ საუკეთესო გახდეს

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. 

“მესი “ბარსელონას” არ დატოვებს, ის აქაურობის ნაწილია და მას ძალიან უყვარს კლუბი, ქალაქს და კლუბს კი ის უყვარს. მისი ოჯახი ბარსელონაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, არ მესმის რატომ ვსაუბრობთ იმაზე, რაც არ მოხდება. 

ლეო პროფესიონალურ კარიერას “ბარსელონაში” დაასრულებს, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასვლის შემდეგ ის პროფესიონალურ დონეზე ნაკლებად ითამაშებს – ჩინეთში, შეერთებულ შტატებში ან იაპონიაში. მე ძალიან გამიკვირდება თუ ის “ბარსელონას” საუკეთესო ფორმაში დატოვებს. 

მას კიდევ რამდენიმე წელი აქვს, რათა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე კვლავ გახდეს, ეს ტიტული კი ისტორიული იქნება, რადგან არამგონია, საფეხბურთო სამყაროში კიდევ ერთი ლეო მესი გამოჩნდეს. 

დარწმუნებული ვარ, ჭორები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც კლუბს ცუდი პერიოდი აქვს. მსგავსი სიახლეები ტკივილის მომაყენებელია, მაგრამ ახარებს მათ, ვისაც “ბარსა” არ უყვარს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მესი ამ ნაბიჯს ჩვენთვის არ გადადგამს.” – გასპარის სიტყვებს TyC Sports ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 04 ივლ 2020, 16:43

    არც შენ იყავი არაფერი და ბართო ხომ ცალკე თემაა. ბოტები და ტროლები დაასიეთ, გუნდი გუნდს არ გავს, მენახირეს თანაშემწე სახალხოდ უყვირის, ათას სისაძაგლეს აბრალებენ და იძახეთ არ წავა არსადთქო. რომ წავიდეს და დაგტოვოთ გაღიმებული, მაშინ რას იტყვით? 40 წლის იბრამ მოიარა მსოფლიო და 33 წლის მესი, რომ სხვაგან გადავიდეს რა, არ მიიღებენ თუ რა. მარტო ფინანსურად რამდენად იხეირებს ის გუნდი, სხვა რომ არაფერი.

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივლ 2020, 13:59

    ციტატა: Iniesta_8
    ვიდალი ან რაკიტიჩი გაუშვით და ალკანტარა დააბრუნეთ საკმაოდ გააძლიერებს ბარსას. ბუსკეცი ზამენაზე უნდა გადავიდეს და დე იონგი-ალკანტარა-კოუტინიოს ტრიომ უნდა ითამაშოს მომავალ სეზონში. სათადარიგოთა სკამზე ბუსკეცი ვიდალი და პუჩი საკმარისია და იმედია საბოლოოდ მოგვარდება ნახევარდაცვის პრობლემა


    ვიდალიც უნდა გააყოლონ პიანიჩი გვყავს გუნდში კოუტინიოს თუ დატოვებენ ვიდალიც უნდა გაყვეს რაკიტიჩს

  • Iniesta_8
    schedule 04 ივლ 2020, 13:43

    ვიდალი ან რაკიტიჩი გაუშვით და ალკანტარა დააბრუნეთ საკმაოდ გააძლიერებს ბარსას. ბუსკეცი ზამენაზე უნდა გადავიდეს და დე იონგი-ალკანტარა-კოუტინიოს ტრიომ უნდა ითამაშოს მომავალ სეზონში. სათადარიგოთა სკამზე ბუსკეცი ვიდალი და პუჩი საკმარისია და იმედია საბოლოოდ მოგვარდება ნახევარდაცვის პრობლემა

  • Datobioshock
    schedule 04 ივლ 2020, 13:32

    უეჭველი

  • marco reus 11
    schedule 04 ივლ 2020, 12:43

    კაცი რო დაფიქრდეს , ვიდალი რაკიტიჩის ყურებას და კიდე ზემოდან პიანიჩის დამატებას , ტიაგოს კაპიკებში ყიდვა ჯობია 🙂 თუ აქ თითონაც სურვილი და ამბიცია, თუ იქნება მონდომებული ,ეგება კი ათამაშდეს ჩავის ხელში. დეიონგი ტიაგო რაღაც კარგად ჟღერს

  • ferreira10
    schedule 04 ივლ 2020, 11:57

    ციტატა: რივალდო-მესი
    ამაზე ცუდ პრეზიდენტს თუ მოვესწრებოდი არ მეგონა. მაგრამ ბართომ ყველას გადაუჯოკრა. იმინო მსოფლიო ჩემპიონია ფალოს პრეზიდენტებს შორის. იმინა პენისების ოლიმპიური ჩემპიონია აბსოლუტურ წონაში.


    sagol 😂😂

  • რივალდო-მესი
    schedule 04 ივლ 2020, 11:49

    ამაზე ცუდ პრეზიდენტს თუ მოვესწრებოდი არ მეგონა. მაგრამ ბართომ ყველას გადაუჯოკრა. იმინო მსოფლიო ჩემპიონია ფალოს პრეზიდენტებს შორის. იმინა პენისების ოლიმპიური ჩემპიონია აბსოლუტურ წონაში.

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივლ 2020, 11:18

    მესი საუკეთესოა კარგა ხანია

  • gurgenidze
    schedule 04 ივლ 2020, 11:13

    Gaxdes rasqvia amas wneva xoar utamashebs