workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელი: ახალ მესის ვერ მოძებნი, ის უბრალოდ არ არსებობს

სანდრო როსელი: ახალ მესის ვერ მოძებნი, ის უბრალოდ არ არსებობს

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენმტა, სანდრო როსელმა, ESPN-თან არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტსა და მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

“ბარსასთვის” მესის გარეშე ყოფნა ურთულესი იქნება. ამ შემთხვევაში სათამაშო ფილოსოფიასთან ერთად, გუნდის შიდა პოლიტიკა და მარკეტინგი უნდა შეიცვალოს.”

“ვიმედოვნებ, რომ ლეო დიდხანს დარჩება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მან “ბარსელონა” დატოვა, ახალ მესის ვერ მოვძებნით, ასეთი უბრალოდ არ არსებობს.”

ხუთშაბათ საღამოს Cadena SER-მა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, არგენტინელი კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და 2020/21 წლების სეზონის შემდეგ, “ბლაუგრანაში” დარჩენას არ გეგმავს.

იგივე წყარო ამ გადაწყვეტილების მიზეზად გასულ თვეებში მომხდარ სკანდალებსა და კლუბის ხელმძღვანელობასთან არსებულ უთანხმოებას ასახელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2020, 22:30
    #2

    არსად არ წავა მესი ზეწოლას ახდენს იმ აჩკარიკაზე

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 03 ივლ 2020, 21:59
    #1

    ამის შაბლონური განცხადებებიღა გვაკლდა. ბართოს დატოვება ამის უდიდესი მინუსია,თორე ისე მაგარი ტრანსფერები აქ გაკეთებული. 2003 წელს ამან გადმოიყვანა რონალდინიო ბარსაში(მანჩეს ცხვირწინ აახია) და ნეიც მისი მოყვანილია.