ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, გახარებულია იმ ფაქტით, რომ მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ყველაფერი მოედანზე დატოვეს და მინდვრის გარეთ კარგი ურთიერთობა აქვთ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ ყველა ფეხბრურთელი ერთი და იგივეს ამბობს: ესპანეთის ნაკრებში არ იქნება დაძაბულობა.
“ძალიან კარგია, რომ ფეხბურთელებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში. ეს სწორედ ისაა, რასაც წარმატება მოაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთის ნაკრებში არაჩვეულებრივი ხალხი თამაშობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ სიტუაცია არ გართულდება ნაკრებში. რატომ უნდა დავხუჭოთ რეალობაზე თვალი? ახლა ნამდვილად სახარბიელო მდგომარეობაა ჩვენს გუნდში. “რეალი” და “ბარსელონა” ასახელებენ ესპანეთს, ისინი აზანზარებენ მსოფლიოს. ესპანეთს ასევე შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც მოიგეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ”. დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.
