ისევე როგორც ”ბარსელონას”, ასევე ”მანჩესტერის” შემადგენლობაში არის მექსიკელი და სამხრეთ კორეელი. ამიტომაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჯონათან დოს სანტოსმა (”ბარსელონა ბ”) და შენგ პაკ ხომ (”ინფანტილ ა”) ისაუბრეს ”მანჩესტერელ” თანამემამულეებზე.
მექსიკელი ბომბარდირი
ბარსელონას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ჯონათანმა აღნიშნა, რომ ”ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების ლიდერია, რომელიც ”ეშმაკების” შეტევებსაც ლიდერობს. გოლების გასატანად ის ყველაზე მეტს შრომობს. არ ვიცი როგორ ახერხებს ამას, მაგრამ საჯარიმოში ყოველთვის იქაა, სადაც გოლის გატანის შანსია. ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც თანაგუნდელებისთვის და გუნდისთვის თავდადებულია. ის ძალიან დისციპლინირებულია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ხავიერი ძალიან სწრაფია და კარგად თამაშობს თავით. ის დაუღლელია და იყენებს ნებისმიერ შანსს, რათა გაიტანოს გოლი”.
კორეული საფრთხე
მიმდინარე წელს ”ბარსას” ბაზაზე გამოჩნდა სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი, რომელიც აღფრთოვანებულია პარკის თამაშით: ”პარკი ჩემი და კორეაში მოთამაშე ბევრი სხვა ფეხბურთელის კუმირია. ის ყოველთვის სწრაფად თამაშობს ბურთით და უბურთოდ. ვფიქრობ, რომ მოედნის ცენტრში ის ძალიან კარგად თამაშობს. მას ნათამაშები აქვს მსოფლიოს 3 ჩემპიონატი და ევროპაში უკვე 8 წლია ასპარეზობს”. 



