უკანასკნელი ცნობების მიხედვით, არტური-პიანიჩის გაცვლა თითქმის გადაწყვეტილია.
“ბარსას” ძველმა ვარსკვლავმა და “ბარსა ბ-ს” ყოფილმა მწვრთნელმა, ეუსებიომ, ისაუბრა, რომ არტურის წასვლის მიუხედავად, სხვა ფეხბურთელის გუნდში მოსვლა საჭირო არ იყო. მისი აზრით, ამის გამო “ბარსას” ახალგაზრდა ტალანტებს ნაკლები დრო დაეთმობათ.
“რიკი პუჩის გარდამტეხი პროგრესის შემხედვარე, მე ახალ ნახევარმცველს არ მოვიყვანდი.”
“ეკონომიკურ ინტერესის მესმის, მაგრამ გუნდში ახალი ფეხბურთელის მოსვლა მწვრთნელს ახალგაზრდებისათვის დროის მისაცემად ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს.”
“ვხვდები, რომ სეტიენს, შესაძლოა, ახალგაზრდებისათვის მეტი დროის მიცემა უნდოდეს, მაგრამ იმ ფეხბურთელის უგულებელყოფა, რომლის გუნდში მოსვლაზეც კლუბმა იზრუნა, რთულია.”
პუჩიმ მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გუნდში ჩატარებულ შეხვედრებში მის ანგარიშზე ჯერ გოლი ან საგოლე გადაცემა არაა, თითოეულ თამაშში ნახევარმცველის პროგრესი შესამჩნევია.




გრძელი სკამი სანკრისტაინ, გრძელი სკამი… აუცილებელია დიდი გუნდისათვის, როცა გინდა, რომ 5-6 ტიტულისათვის იჭიდაო იდეაში….
არტურის სათადარიგოზე დასმას უფრო შეძლებდა? ვერა და ახალმოსული უფრო ნაკლებად იქნება ხელშეუხებელი, ვიდრე ის, ვინც ჩავიდ იყიდეს და მისი ჩაინა ვერსია გამოდგა (ამიტომაც ცვლიან)
პიანიჩი უფრო ნაკლებად იწუწუნებას სათამაშო დროზე, რადგან ევროპელია, ბოსნიის ნაკრებში მოსაპოვებელი ადგილისთვის დიდი კონკურენცია არ უწევს (განსხვავებით ბრაზილიელისაგან, ვისთვისაც უმაღლესი ნიშნული სელესაოთი რაიმეს მოგება ან 1/2 ფინალში 1:7 გაფარჩაკებაა), თანაც ლიონი,რომა,იუვე… ძლიერი და უმაღლესი დონის კლუბიც აქვს გამოცვლილი და ლიგაზე გდია ბავშვობიდან, რა დროსაც მისცემ, ბოლომდე დაიხარჯება
3 წელი გაჩერდება და მიაშურებს მერე აშშ-ს ან ვისელ კობეს, ან ალ ვაფლში გადავა მაყუთის საკეთებლად
მანამდე გუნდის შემადგებლობა გადახალისდება და გაახალგაზრდავდება
რიკის კი სათამაშო დროის განაწილება მოუწევს ჯერ, მერე ჩაჯდება ძირითადში თუკი არ იზარმაცა
ეს ის შემთხვევაა როცა სტატისტიკა იმის რომ რიკი პუჩს არ აქვს გოლი ან საგოლე გადაცემა არაფრის მთქმელია.. მთავარი ისაა რომ როდესაც ეს და ფატი მოედანზეა ორივე კარგად ამწვავებს შეტევებს და ეს თვალნათლივ ჩანს, რათქმაუნდა უფრო მეტ დროს იმსახურებს ფატიც და ესეც.. რაც შეეხება პიანიჩს ნუ ცუდი არარის მაგრამ ეს ტრანსფერი რომ გაკეთებულიყო 3 ან 4 სეზონით ადრე მაგ შემთხვევაში მივესალმებოდი ახლა კიდევ ისედაც გადაბერებულ ნახევარდაცვაში უმატებ პიანიჩს და ამით ახალგაზრდა ტალანტების უკლავ შანს იმისა რომ თავი წარმოაჩინონ აშკარად ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის მანიშნებელია..
სიმართლის მარცვალი არის ამ სეხედულებაში თანაც დიდი
მძორკიტიჩის დრო ამას რო მისცენ მშვენიერი იქნება
სადღაც მართალია ეს კაცი, თუ უყუებენ ამ პუჩს და აქვთ იმედი კიდე ახალი ნახევარმცველი რომელიც 30 წელს გადაცილებულია ,კია კარგი ფეხბურთელია ,მარა ნელია რა ვიცი რატო არ უნდა ენდონ პუჩს?