ზუსტად ხუთი წლის წინ გაიმართა 2005/2006 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ”სტადე დე ფრანცზე” ერთმანეთის პირისპირ კატალონიის ”ბარსელონა” და ლონდონის ”არსენალი” წარსდგნენ. მეორე ტაიმის მიწურულს სამუელ ეტო’ომ ”არსენალის” კარი დალაშქრა, რასაც ოდნავ მოგვიანებით ბელეტის გოლი მოჰყვა. ”ბარსელონამ” გაიმარჯვა, ანგარიშით 2-1. 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა მეორე ტრიუმფი. ”ბარსელონამ” პირველად ევროპული თასი 1992 წელს მოიგო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=LUuCZZN9aio]



