workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ სავიოლამ “ბარსელონა” და ჩავი გაიხსენა

ხავიერ სავიოლამ “ბარსელონა” და ჩავი გაიხსენა

“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელი, არგენტინელი ხავიერ სავიოლა, ESPN-სთან ინტერვიუში ესპანეთში გატარებულ წლებს იხსენებს. 

სავიოლამ ჩავი ერნანდესი გამოარჩია და სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლამდე მასთან დიალოგი გაიხსენა.  

“ბარსელონაში” ფანატიკურობით გამოირჩეოდნენ, ერთხელაც ჩავიმ მითხრა: მეგობარო, ამაზე არც კი იფიქრო, არ გაბედო ასე მოქცევა. თუ ამას გააკეთებ, მე დამკარგავ, როგორც მეგობარს.” 

ჩავის მცდელობა ტრანსფერის შეჩერებაზე უშედეგო აღმოჩნდა, ესპანელის განსაკუთრებულობაზე კი სავიოლამ ადრეც ისაუბრა. 

“ჩავიმ თავისი ოჯახის კარი გამიღო, ის მე აბსოლუტურად ყველაფერს მაჩვენებდა და მიადვილებდა. ჩავი ჩემი დიდი მეგობარი გახლდათ, სანამ იქ ვიმყოფებოდი. ის ძალიან დამეხმარა.” – სავიოლას სიტყვებს TyC Sports ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 21 ივნ 2020, 18:50

    და ყველაფრის მიუხედავად მე ჩავი დავიკიდე და მაინც გადავედი.
    ამ სიტყვებით უნდა დაგესრულებინა.

  • duggu
    schedule 21 ივნ 2020, 13:39

    ამიტომაცაა დიდი ჩავი