workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს გარსია – სკაუტთა საბჭოს ახალი უფროსი გახდება

ალექს გარსია – სკაუტთა საბჭოს ახალი უფროსი გახდება

“ბარსელონაში” სკაუტთა საბჭოს ალექს გარსიას სახით ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, იტყობინება Diario As. 

თანამდებობას 50 წლის გარსია დაიკავებს, რომელიც კატალონიური კლუბის ერთ-ერთი ანალიტიკოსია. სეზონის დასრულების შემდეგ ის პოსტზე ჟოსეპ ბოადუს ჩაანაცვლებს. 

გარსიას გაცილებით ფართო უფლებამოსილებები ექნება, ის კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების პროგრესსაც დააკვირდება. 

ალექს გარსია იოჰან კრუიფის “ბარსელონას” აღზრდილია, მან კარიერა 2001 წელს დაასრულა და ლა მასიას მწვრთნელი გახდა. 

სპეციალისტი 1987 წლის თაობის მოთამაშეებთან მუშაობდა, მათ შორისაა ლიონელ მესი, ჟერარ პიკე და ფრანსესკ ფაბრეგასი, ოთხი წელი კი U19 გუნდის მწვრთნელიც გახლდათ. 

აქვე გეტყვით, რომ 2011/2012 წლებში ესპანელი საქართველოში, თბილისის “დინამოშიც” მუშაობდა, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2020, 16:02

    ამის გაშვება იქნებოდა აქედან.

  • Lasha71
    schedule 16 ივნ 2020, 12:46

    როგორ არ დააფასეს და ვერ გამოიყენეს ეს კაცი ჩვენთანრომ იყო მაგ ქინძებმა!