“ბარსელონა” შაბათს, თითქმის 3-თვიანი შესვენების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში პირველ მატჩს, 28-ე ტურში, “მალიორკასთან” გამართავს.
ლა ლიგაში 11 ტური დარჩა. კიკე სეტიენის გუნდი, ამჟამად, 58 ქულით ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფება. “ბარსელონას” მე-2 ადგილზე მყოფ მადრიდის “რეალს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს ჩემპიონობისთვის წინ რთული ბრძოლა ელით.
“ბლაუგრანა” “კამპ ნოუზე” ბოლო თამაშს, 14 ან 15 ივლისს, “ოსასუნასთან” ჩაატარებს. “ლურჯ-ბროწეულისფერები” ჩემპიონატს “ალავესთან” გასვლითი მატჩით დახურავენ.
Mundo Deportivo წარმოგვიდგენს “ბარსელონას” ლა ლიგის დარჩენილი სეზონის კალენდარს:
28-ე ტური
მალიორკა-ბარსელონა: 13 ივნისი, 23:55
29-ე ტური
ბარსელონა-ლეგანესი: 16 ივნისი, 23:55
30-ე ტური
სევილია-ბარსელონა: 19 ივნისი, 23:55
31-ე ტური
ბარსელონა-ბილბაო: 23 ივნისი, 23:55
32-ე ტური
სელტა-ბარსელონა: 28-29 ივნისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
33-ე ტური
ბარსელონა-ატლეტიკო: 1-2 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
34-ე ტური
ვილიარეალი-ბარსელონა: 4-5 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
35-ე ტური
ბარსელონა-ესპანიოლი: 7-8 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
36-ე ტური
ვალიადოლიდი-ბარსელონა: 11-12 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
37-ე ტური
ბარსელონა-ოსასუნა: 14-15 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
38-ე ტური
ალავესი-ბარსელონა: 18-19 ივლისი, ზუსტი დრო ცნობილი არაა
*დროები მოცემულია თბილისის დროით
ძალიან მჭიდრო კალენდარია. სერიოზული როტაციებია საჭირო, მითუმეტეს ჩვენნაირი გადაბერებული გუნდისთვის
გულშემატკიბრების გარეშე თამაშისას დიდად არაქ მნიშვნელობა სახლში თამაშობ თუ გასვლას ასერო ატლეტიკოსთან სახლის ფაქტორი ვერ დაგვეხმარება ალბათ
ნაჯახებთან მოგება არ იქნება ადვილი.
რეალთან, რომ არ წაგვეგო მინიმუმ 5 ქულით ვიქნებოდით წინ და 2 ფრე ან 1 წაგების საშუალება გვექნებოდა.
სევილია არასდროს ყოფილა უხერხული მეტოქე, ვილიარეალიც არ არის ფორმაში(იმედია ახლაც მასეა), ერთადერთი სელტასთან გვიწევს დაძაბული გასვლა და უნდა მოვიგოთ აუცილებლად.რაც შეეხება საშინაო მატჩებს,ბილბაოს,ატლეტიკოსა და ესპანიოლის წინააღმდეგ მატჩი "კამპნოუზე" ისეთივე "რთულია" როგორც სამეფო მონების დარბევა "ბერნალეოზე"😂😂😂😂,აქედან გამომდინარე 100 % – იან გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული. ლალიგა ჩვენია და აუცილებლად ავღმართავთ თასს.