“ბარსელონას” მწვრთნელის ყოფილმა თანაშემწემ, ანხელ კაპამ, კატალონიური კლუბის ბრაზილიელ ნახევარმცველზე, არტურზე ისაუბრა.
“არტური მაღალი დონის ფეხბურთელია. ის “ბარსელონასთვისაა” დაბადებული, თუმცა მისი საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს.
არტური ძალიან მორცხვად თამაშობს. დიდ ფეხბურთელებს ამის უფლება არ აქვთ”, – ციტირებს კაპას სიტყვებს Mundo Deportivo.
23 წლის ნახევარმცველი კატალონიურ გუნდს “გრემიოდან” 2018 წლის ზაფხულში 31 მილიონ ევროდ შეუერთდა.




არტური ძალიან მორცხვად თამაშობს. დიდ ფეხბურთელებს ამის უფლება არ აქვთ"
და ლეო, როგორ თამაშობდა?
თბილისში ჩატარებულ მატჩს ვუყურებ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დინამო არენას მინდორი პიკეს სისხლითაა მორწყული, იმობილეს იდაყვის დახმარებით.
უნდა გათამამდეს ცოტა
არტური უმაგრესი ტალანტია და მე მჯერა მისი დიდი მომავლის❤❤