მას შემდეგ, რაც “ბაიერნმა” ფილიპე კოუტინიოს დატოვება არ გადაწყვიტა, ბრაზილიელის მომავალი “არსენალს” დაუკავშირეს.
27 წლის ნახევარმცველის აგენტი, კია ჟორაბჩიანი Sky Sport News-თან აღნიშნულ ჭორებს ეხმაურება.
“არსენალში” გადაბარგება? ყველაფერი შესაძლებელია. პირადად მე რომ “მეთოფეების” გულშემატკივარი ვარ, საიდუმლო არაა. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებს.
პრემიერ ლიგაში თამაშით ფილიპე ყოველთვის დიდ სიამოვნებას იღებდა. ახლა საკითხავია, პანდემიის შემდეგ “ბარსელონასა” და სხვა კლუბებს როგორი ფინანსური მდგომარეობა შერჩებათ”, – აცხადებს აგენტი.
არსენალი ამაში 100 მილიონამდე თანხას არ გადაიხდის და ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება ჩვენი კაცი და ახლა უკვე იპოვის თავის ადგილს დარწმუნებული ვარ 😍
გადაიხდის ბლომად არსენალი და დაახვევინეთ საბოლოოდ ამას
უნდა დააბრუნონ გუნდში.ნახევარდაცვაში ინიესტას პოზიცია ზედგამოჭრილია მისთვის ჩვენ კიდე დეიონგს ვათამაშებთ მანდ,რომელიც საყრდენია პოზიციურად.
რატომ? 🤔
ციცი მაგარი ინტრიგანია
რა არსენალი დააბრუნეთ