ფილიპე კოუტინიოს აგენტი კია ჟორაბჩიანი ადასტურებს, რომ მისი კლიენტი მომდევნო სეზონს კატალონიის “ბარსელონაში” გაატარებს.
“კოუტინიო “ბარსელონაში” რჩება. ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან მე-2 დღეს მას კუმანმა დაურეკა და უთხრა, რომ მის გეგმებში დიდი ადგილი უკავია და სურს, რომ გუნდს დაუბრუნდეს.” – ციტირებს ჟორაბჩიანის სიტყვებს Talksport.
კოუტინიო “ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში გადავიდა, წარუმატებელი წელიწადნახევრის შემდეგ ის “ბაიერნში” გაანათხოვრეს, საიდანაც ბრაზილიელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ამაზე ისე ვარ გაბრაზებული, რომ კარგი თამაშით თუ გამოისყიდის. თუ ისევ ისე იფაფხურა მოვიკითხავ მის მთელ დინასტიას.
აუ რა ჯანზე მოიყვანეს კოუ ნემცებმა გაჩხიკული გავუშვით და კი დაგვიბრუნეს დაკუნთული
ჩვენც