workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

“ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

“ბარსელონას” თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესოთა შორის ადეკვატური პრეტენზია აქვთ და არამატო აქვთ, არიან კიდეც.

ბევრ გამოჩეულ მოთამაშესთან ერთად, კატალონიურ გუნდს განსაკუთრებული დუეტები და ტრიოები გყოლია, თუმცა ერთეულებს თუ ჩამოვთვლით, გაგვახსენდება რომარიო, “ელ ფენომენო”, რივალდო, გაუჩო… თუ მათაც დავივიწყებთ, რომლებმაც ვერ გაამართლეს, გონებაში პირველი, ალბათ, დიეგო არმანდო მარადონა ამოტივტივდება, რომელიც “ბარსამ” “ბოკა ხუნიორსიდან” დიდი იმედებით შეიძინა და აეროპორტამდე, არგენტინელი ფანების რისხვისგან პრევენციის მიზნით, ტანკით მიიყვანა, მაგრამ მან კატალონიაში მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო.

კრუიფის ეპოქისა და მისი “დრიმ თიმის” შემდეგ, ლეგენდარული “ბარსა 87”-ის თაობა წამოვიდა, რომელშიც “ბლაუგრანასა” და, ზოგადად, ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ლეო მესისთან ერთად, ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი აღიზარდნენ და რომლებიც მათზე 1 წლით უფროსებს 32:0-ს უგებდნენ. მანამდე კი “ლა მასიამ” საფეხბურთო სამყაროსა და “კულეებს” კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა აჩუქა. პეპ გვარდიოლას ხელში ზემოთხსენებულმა “ბარსელონელებმა” ფეხბურთი შეცვალეს და ისტორიაში საუკეთესო კლუბი ჩამოაყალიბეს, ამ გუნდმა კი ტრიპლეტი ორჯერ იზეიმა, რაც დღემდე რეკორდია – ტრებლი 2-ჯერ “ბარსელონას” გარდა არავის მოუგია.

ახლა კი, მოდით, ყველამ დავასახელოთ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული. ჩემთვის კი, სიმბოლური ნაკრები, ასე გამოიყურება (4-3-1-2):

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;

მცველები: დანი ალვესი, კარლეს პუიოლი (C), რონალდ კუმანი, ერიკ აბიდალი;

ნახევარმცველები: ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა;

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, რონალდინიო.

სათადარიგოთა სკამი: ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, პეპ გვარდიოლა, ლუის სუარესი, ნეიმარი.

მთავარი მწვრთნელი: იოჰან კრუიფი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • B.A.r.c.A
    schedule 20 მაი 2020, 13:29

    შეიძლება ბარსას ლეგენდად არ განიხილებოდეს მარა ანრი მინიმუმ ნეიზე მეტად იმსახურებს ჩემი აზრით გუნდში ყოფას

  • Flying Johan
    schedule 20 მაი 2020, 12:26

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Flying Johan
    ——————შტეგენი————–
    —-ალვესი – პუიოლი-პიკე———
    ——-ჩავი – ბუსკეტსი – ინიესტა—
    ——————-კრუიფი———-==
    ——მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო—-=

    მწრთვნელი – პეპი


    კრუიფის მწვრთნელი პეპი როა ცოტა უცნაურია 😀 მაგას ჯობია კრუიფი იყოს მწვრთნელი და პეპი ასისტენტი

    კრუიფი და მესი როა ერთად ეგეც უცნაურია ეგრე :დ კრუიფის ფილოსოფია დახვეწა პეპმა .. ასე რომ პეპი მირჩევნია მწრთვნელად

  • El pistolero 9
    schedule 20 მაი 2020, 11:52

    ტერ შტეგენი
    ალვეში კუმანი პუიოლი აბიდალი
    ხავი ინიესტა
    ეტო'ო მესი რონალდინიო
    სუარესი
    სათადარიგო:ვალდესი,ალბა,პიკე,ბუსკეცი,გვარდიოლა,რივალდო,რომარიო,ლუჩო

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2020, 10:37

    ციტატა: Flying Johan
    ——————შტეგენი————–
    —-ალვესი – პუიოლი-პიკე———
    ——-ჩავი – ბუსკეტსი – ინიესტა—
    ——————-კრუიფი———-==
    ——მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო—-=

    მწრთვნელი – პეპი


    კრუიფის მწვრთნელი პეპი როა ცოტა უცნაურია 😀 მაგას ჯობია კრუიფი იყოს მწვრთნელი და პეპი ასისტენტი

  • Flying Johan
    schedule 20 მაი 2020, 09:58

    ——————შტეგენი————–
    —-ალვესი – პუიოლი-პიკე———
    ——-ჩავი – ბუსკეტსი – ინიესტა—
    ——————-კრუიფი———-==
    ——მესსი-(ეტო'ო/სუარესი)-რონალდინიო—-=

    მწრთვნელი – პეპი

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2020, 21:38

    ზუსტად ეგ თერთმეტეული უნდა დამეწერა

  • kraks
    schedule 19 მაი 2020, 21:35

    სკამზე მაინც შეიძლებოდა რივალდო, თუნდაც ნეიმარის ნაცვლად

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 19 მაი 2020, 20:45

    ციტატა: Arthur008
    დრაჟე დასამატებელია ეტოო და რივალდო დდდდ


    11-ვე ფორვარდი? 🙂

  • BarcelonaFanTV
    schedule 19 მაი 2020, 20:40

    უმაგრესი გუნდია

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 19 მაი 2020, 20:31

    ციტატა: Pablos ar abia
    კრუიფი ფორვარდადაც იყოს და მწვრთნელის ასისტენტი გვარდიოლა 😀 და რივალდო არუნდა მოგეტეხა ჩანგელ

    ლადისლავ კუბალაც არანაკლები ლეგენდა იყო ისე იდეაულური გუნდია


    სამაგიეროდ, ვახსენე მაინც 😀 ნუ, ყველას მოსაწონს ვერ დაწერ.

  • Arthur008
    schedule 19 მაი 2020, 20:30

    დრაჟე დასამატებელია ეტოო და რივალდო დდდდ

  • Pablos ar abia
    schedule 19 მაი 2020, 20:17

    კრუიფი ფორვარდადაც იყოს და მწვრთნელის ასისტენტი გვარდიოლა 😀 და რივალდო არუნდა მოგეტეხა ჩანგელ

    ლადისლავ კუბალაც არანაკლები ლეგენდა იყო ისე იდეაულური გუნდია