
ჩავი ერნანდესი ძალიან კმაყოილია, მას შემდეგ რაც ვილია ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” ფეხბურთელი. ჩავიმ თავის ინტერვიუში განაცხადა: “ვილია უდიდესი ფორვარდი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა.”
ჩავი იმყოფებოდა სასტუმრო “პრინცესა სოფიაში”. სხვა საქმეების მიუხედავად, “ბარსას” ”ფლეიმაიკერმა” დრო გამონახა ინტერვიუს მისაცემად ახლადშეძენილ ფორვარდთან დაკავშირებით: “ეს ძალიან კარგი ამბავია ვილასთვისაც და ჩვენთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში დავიდი თავისი ფეხბურთით და გოლებით ტიტულების მოპოვებაში დაგვეხმარება.”
იოლი ადაპტაცია
“ვილა ადვილად და სწრაფად გაივლის ადაპტაციას ჩვენს გუნდში. ჩემი აზრით, იგი ზუსტად “ბარსელონას” სტილის ფეხბურთელია.” კატალონიელი ნახევარმცველის აზრით ვილა აკლიმატიზაციასაც უპრობლემოდ გაივლის: “ასეთი მაღალი დონის თავდამსხმელს პრობლემა ბარსელონაში ნამდვილად არ შეექმნება.”
მსოფლიო ჩემპიონატი
შეკითხვაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებს ეხებოდა, ჩავიმ ასეთი პასუხი გასცა: “ძალიან კარგია, როდესაც ესპანეთის ნაკრები ჩემპიონატის ფავორიტია. მირჩევნია სხვა ფავორიტებზე ვისაუბროთ. მაგალიტად არგენტინა, ბრაზილია, იტალია და გერმანია არიან გუნდები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.”
წყარო: www.fcbarcelona.cat



