ექიმი, რამონ კუგატი, რომელმაც იანვარში ლუის საურესს მუხლზე ოპერაცია გაუკეთა, ურუგვაელის პროგრესით გაოცებულია.
“სიმართლეა, რომ ლუისის რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართა. “ბარსელონელს” თამაში სურს და, შესაბამისად, თავს კარგად გრძნობს.
ახლა მას ფორმაში შესასვლელად 1 თვე სჭირდება. შესაძლოა, სეზონის განახლებისას პირველივე წუთებზე მოედანზე ვერ ვიხილოთ, თუმცა მთავარი მწვრთნელი ყველაფერს თავად გაანაწილებს.
სამხრეთ ამერიკელთან ყოველ კვირა ვსაუბრობ და ის დაბრუნების გამო ძალიან აღელვებულია. სახლში ბევრს ვარჯიშობდა და ამჟამად რუტინას მოედანზე აგრძელებს.
ისეთ დაზიანებას, როგორიც ურუგვაელს ჰქონდა, მოსაშუშებლად დიდი დრო სჭირდება. თუმცა ლუისმა ყველაფერი მალე გადალახა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ერთხელ მეხუმრა: “ექიმო, რა დრო გამიცდება? 2-დან 3 კვირამდე?”, – ციტირებს ექიმის სიტყვებს El Observador.
მიდი სუაა უნდა მოძლიერდე
აი ეს არი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მთელი გულით მიდგომა! აბა დემბელეს და უმტიტის შეხედეთ?
"მხეცი" ბრუნდება.
მენტალიტეტი მენტალიტეტი ! ყოველთვის ეგეთი იყო ლივერპულშიც და აიაქსშიც მაგრამ სრული ფორმის აღსადგენად მაინც დრო და თამაში დასჭირდება ალბათ
მიდი სუაა მალიორკასთან ხოდზე უნდა იყო შე ცხოველო
პისტოლერო როგორ მიყვარს ❤