“ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულა აკლია ჩემპიონობამდე, თუმცა გვარდიოლა ამბობს: “ჩვენ რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ და კარგად ვითამაშოთ. ქულების განიავება არ შეიძლება”. “ლევანტესთან” მატჩი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს. გამარჯვების ან ფრის შემთხვევაშიც კი, “ბარსელონა” 2 ტურით ადრე ინაღდებს ლა ლიგის ტიტულს. გვარდიოლა კი თავისას არ იშლის: “რატომ ვართ ჩემპიონები? ჩვენ ჯერ კიდევ გვაკლია 1 ქულა, ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ”.
რთული ლიგა
ხალხი თვლის, რომ “ბარსელონასთვის” დარჩენილი ტურები ძალიან ადვილია, თუმცა მწვრთნელი ასე არ ფიქრობს, მისი აზრით ეს მატჩები ბევრად რთულია, ვიდრე პირველ წრეში იყო: “ეს ყოველთვის ასე ხდება, ყოველ წელს. დაკვნით ფაზა ძალიან რთულია”. გვარდიოლამ ასევე დაუმატა, რომ ნამდვილად ვერ იფიქრებდა თუ 8 ქულით გაუსწრებდა უახლოეს მდევარს: “მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერს “მალაგასთან” მატჩი გადაწყვეტდა”.
სიფრთხილე “ლევანტესთან”
პეპს არ აინტერესებს მადრიდის შედეგი “ხეტაფესთან”, რადგანაც მწვრთნელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს. დღეს, ოთხშაბათს, იგი აპირებს ვალენსიაში სრული მობილიზაციით გამგზავრებას, რათა ყოველგვარი საფრთხე თავიდან აიცილოს: “ლევანტე” ძალიან საშიში მეტოქეა. მათ მიმდინარე სეზონი მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარეს”.
პიკე – ერთ–ერთი საუკეთესო
გვარდიოლამ ისაუბრა ხერარდ პიკეზე, რომელმაც გოლი შეაგდო “ესპანიოლის” კარში: “კონტრაქტი პიკესთან არის კლუბის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, მან იმედები ბოლომდე დააბრუნა და მოხარული ვარ მისი კატალონიაში დაბუნებით. მის პოტენციალს ყველა ხედავადა, განსაკუთრებით ჩიკი და ტიტო, რომლებმაც პირველებმა ნახეს იგი ახალგაზრდობაში. მისმა კონკურენტუნარიანობამ გაგვაკვირვა, განსაკუთრებით კი რთულ მატჩებში. ბოლო 1 თვის განმავლობაში იგი ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია მსოფლიოში”.
ვილიას მნიშნველობა
გვარდიოლა იცავს ვილიას: “ის ძალიან კარგი მოთამაშეა, ყოველ თამაშში ერთ საგოლე მომენტს მაინც ქმნის, რაც ძალიან კარგი შედეგია, იგი ძალიან სახიფათოა მეტოქეთათვის”. გვარდიოლა ხვდება, რომ ასტურიელი ფორვარდი გუნდის მნიშნველოვანი ნაწილი გახდა ამ სეზონში: “შემდეგ წელს იგი ბევრად კომფროტულად იგრძნობს თავს, არასდროს არ არის ადვილი პირველი სეზონის კარგად ჩატარება ახალ გუნდში”.



