ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველი “ჩელსის” შუახაზელი ნგოლო კანტეა. მისი ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. იგივე ფასი აქვს “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს პოლ პოგბასაც. შემდეგი “ბარსელონას” ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფრენკი დე იონგია. ის, კანტესთან და პოგბასთან შედარებით, 8 მილიონით ნაკლები, 72 მილიონი ევრო ღირს.
მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველი:
- ნგოლო კანტე – 80 მილიონი ევრო
- პოლ პოგბა – 80 მილიონი ევრო
- ფრენკი დე იონგი – 72 მილიონი ევრო
- საულ ნიგესი – 72 მილიონი ევრო
- სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი – 64 მილიონი ევრო
პოგბა 80 ღირს? ალბათ თურქულ ლირაზეა საუბარი.
დე ბრუინი? 150 მილიონი ღირს ამათ ყველას ერთად ჯიბეში ჩაისვამს მიუხედავად კანტეს და ფრენკის მიმართ ჩემი სიმპატიისა
აი პოგბაზე გაპიარებული ფეხბურთელის დედა მივაცენზურე