workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალიარდო მესის დიდი სიამოვნებით გაწვრთნიდა

გალიარდო მესის დიდი სიამოვნებით გაწვრთნიდა

44 წლის მარსელო გალიარდო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია. მისი მიღწვები არგენტინულ “რივერ პლეიტთან” ერთად მართლაც რომ შთამბეჭდავია. კატალონიელებისთვის არც ის ჭორები ყოფილა უცხო, რომლის მიხედვითაც, არგენტინელი სპეციალისტი “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოევლინებოდა. თუმცა, ახლა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ გალიარდოს მესის გაწვრთნა სურს. ამის შესახებ მისმა დამხმარემ, როდრიგო სბროგლიამ, განაცხადა:

“მარსელოს მესის გაწვრთნის დიდი სურვილი აქვს, მე არანაირი ეჭვი არ გამაჩნია, რომ ეს მოხდება, რადგან ბევრ გარემო პირობაზეა დამოკიდებული.”

როდრიგო “თოჯინას” ასისტენტი 2018 წლამდე იყო. ამჟამად იგი “დეპორტივო არმენიოს” მთავარი მწვრთნელია. სბროგლია გალიარდოს ძალიან დადებითად ახასიათებს:

“მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ საკუთარ თავზე მუშაობს, გარდაქმნის და ახალს იგონებს. იგი გამოუცდელს არაფერს არ ტოვებს და უდიდესი ყურადღებითა და გაწონასწორებულობით გამოირჩევა.”

მესისა და გალიარდოს ეროვნულ ნაკრებში ერთად მუშაობაზე კოპა ამერიკამდე ხშირად იწერებოდა, თუმცა არგენტინის ფედერაციამ ლიონელ სკალონის სრული ნდობა გამოუცხადა და ახლა იგი “ალბისელესტეს” სათავეში ჯერჯერობით მყარად უდგას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 09 მაი 2020, 15:41

    "მარსელოს მესის გაწვრთნის დიდი სურვილი აქვს"

    ვაბშემ ტო წვრთნიან ცხოველებს ცირკში. შეიძლება ბავშვებიც გაწვრთნა, რო ფეხბურთის ანბანი აითვისოს. მესის გასაწვრთნავი რა ჭირს? ფინტი არ უვარგა, დრიბლინგი, პასები თუ კარში ვერ ურტყავს. მაგას თუ ვინმეს გაწვრთნა უნდა საბავშვო გუნდი აიყვანოს. რო ეთქვა ჩემს გუნდში ლეოს ყოფნა დიდი ბედნიერება იქნებოდაო კიდევ მესმის, მაგრამ "გაწვრთნა" ცოტა სასაცილოა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 09 მაი 2020, 05:31

    უმაგრესი მწვრთნელია💖

  • me da barca
    schedule 09 მაი 2020, 02:11

    რატომღაც არ მომწონს სიტყვა "გაწვრთნა", ეგრევე ძაღლი მახსენდება. ხომ შეიძლება თქვან ძალიან მინდა მესის მწვრთნელი ვიყო. გაწვრთნა კი ასოცირდება ძაღლთან ან რომელიმე ცირკის ცხოველთან.

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2020, 00:37

    წადი მერე არგენტინის ნაკრებში