workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთის ჩემპიონატში ცვლილებები დაამტკიცა

ოფიციალურად: ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთის ჩემპიონატში ცვლილებები დაამტკიცა

რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწვეულმა წარმომადგენელთა კომისიამ, ქვეყნის მასშტაბით საფეხბურთო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით, მნიშნველოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

გადაწყდა, რომე მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის, შემდეგი ცვლილებები განხორციელდება:

  • გუნდებს, სამის ნაცვლად, 5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ;
  • გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.
  • გუნდებს უფლება ექნებათ განაცხადში, 18-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელი შეიყვანონ;
  • თამაშის დროს, წყლის დასალევად, ფეხბურთელები 2-ჯერ შეისვენებენ.

ამ ცვლილებას საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ნებართვა სჭირდებოდა და რამდენიმე წუთის წინ FIFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეს თანხმობაც არსებობს.

“ბარსელონას” პირველ გუნდში სულ 18 ფეხბურთელია. ეს ნიშნავს, რომ კიკე სეტიენს საშუალება ექნება, “ბარსა ბ-დან”, თითო მატჩში მინიმუმ 5 მოთამაშე დაიმატოს ხოლმე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • I.S.
    schedule 09 მაი 2020, 07:52

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ წყალს როდის ჩაგვისხამენ აუზში?😁

  • Barca_MNS
    schedule 08 მაი 2020, 23:12

    არადა ქეცბაიამ თქვა პრიველი ამაზე 🤣 😂

  • me da barca
    schedule 08 მაი 2020, 22:54

    ციტატა: Andres_Iniesta
    გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.

    ამას ვერ მივხვდი

    2-2-1 // 1-2-2 // 2-1-2. ანუ ისევ სამჯერ გააჩერებენ თამაშს და შეგიძლია 5 ფეხბურთელი გამოცვალო.

  • Iniesta_8
    schedule 08 მაი 2020, 18:32

    წ ყ ლ ი ს დასალევად ორჯერ შეჩერება უაზროა ტემპს დააგდებს ისედაც დაბალი ტემპია ლალიგაში

  • nika 54
    schedule 08 მაი 2020, 18:17

    ციტატა: Andres_Iniesta
    გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.

    ამას ვერ მივხვდი

    თამაშს ხუთჯერ არ გაგიჩერებენ რო დრო არ გაიყვანო. შეცვალე შესვენებაზე ან ორჯერ ორ-ორი კაცი შეცვალე ერთხელ ერთი. რა არის გაუგებარი.

  • messi and iniesta
    schedule 08 მაი 2020, 17:38

    კიდევ შეეძლოთ დაემატებინათ რაღაც ცვლილებები

  • Lasho
    schedule 08 მაი 2020, 17:37

    ციტატა: Andres_Iniesta
    გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.

    ამას ვერ მივხვდი

    ანუ სათითაოდ არ შეუძლიათ ცვლილებების გაკეთება დრო რო არგაიყვანონ..

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2020, 17:35

    მშვენიერი წესებია

  • Andres_Iniesta