workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: ჯანმრთელი ვარ, შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო!

რონალდ კუმანი: ჯანმრთელი ვარ, შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო!

“ბარსელონას” ლეგენდა, რონალდ კუმანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს. ახლო წარსულში, 57 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას კათეტერიზაციის პროცედურა ჩაუტარეს.

“ცოტათი შევშინდი. ბუნებრივია, საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, ექიმები სწრაფად დამეხმარნენ და ბრწყინვალედ მოქმედებდნენ, რის გამოც მათი მადლიერი ვარ. ამდენი ადამიანის თანაგრძნობის დანახვა ფანტასტიკაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა, ხარივით ჯანმრთელი ვარ, რაც ნიშნავს, რომ ბოლომდე დავიხარჯები და მაქსიმუმს გამოვავლენ, როცა ბურთი გაზონს კვლავ შეეხება!” – წერს კუმანი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა, “სამპდორიას” კარში რონალდ კუმანის მიერ განხორციელებული საჯარიმო დარტყმით მოიგო. ის მოღვაწეობდა კრუიფის “ოცნების გუნდში” და ამ სპორტის ისტორიაში, ერთ-ერთი შედეგიანი მცველია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • iashkabarsa
    schedule 08 მაი 2020, 17:24

    კარგი იქნებოდა ერთ დროსაც ეს რომ მოეყვანათ ბარსას მწვრთნელად, მისი სულის ერთობა და ბარსელონაში გამარჯვებულის მენტალიტეტი მნიშვნელოვანი იქნებოდა გუნდისთვის