ლუის ენრიკე, “ბარსელონას” ისტორიაში, განსაკუთრებული ადამიანია.
მადრიდის “რეალში” გატარებული 5 წლის შემდეგ, ის “ბარსელონაში” “სამეფო კლუბის” ჯინაზე გადმოვიდა, მაგრამ “ბლაუგრანას” ორგანიზმის ნაწილი იმ დონეზე გახდა, რომ კაპიტნის სამკლავური დაიმსახურა.
ფეხბურთელობის დროს, განსაკუთრებული მებრძოლი სულით გამოირჩეოდა. იგივე ახასიათებს მას მწვრთნელობის დროსაც – “რომაში” წარუმატებლობას არ შეუშინდა, თითქმის ყველაფერი თავიდან დაიწყო და 2015 წელს, დაიპყრო ჯერ ესპანეთი, შემდეგ ევროპა და ბოლოს მსოფლიოც.
2018 წელს ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნული სპეციალისტი 2019 წლის ივნისში გადადგა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში გადადგომის მიზეზიც გავიგეთ. უმძიმესი პრობლემის მიუხედავად, 2019 წლის ნოემბერში, ლუჩო ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა.
დღეს, ეს მთელი ცხოვრების განამვლობაში მებრძოლი კაცი 50 წლის გახდა.
გილოცავ ლუჩო
ლუჩო გამართლება,ძალიან მაგარი ხარ!
დებილი აჩკარიკა,რაუნდს მაგას ბარსას პრეზიდენტად,კაცი ლუჩოს რომ ვალიკოთი ჩაანაცვლებს,საერთოდ ფეხბურთს უნდა მოაცილო
ლუჩოს ბარსელონა იდეალური იყო🙃პეპს ქონდა ერთი პრობლემა:ბურთის ფლობით თუ ვერ ნახულობდა თავისუფალ სივრცეებს სხვას ვეღარაფერს ახერხებდა და ენრიკეს ბარსელონა სულ სხვა იყო🙂მაგ სეზონში გაიტანა ბარსამ ყველაზე მეტი სტანდარტულებიდან❤ბურთის ფლობაც ქონდათ,შორიდან დარტყმასაც არ ერიდებოდნენ და მესიმაც მაქედან დაიწყო ჯარიმების საუკეთესოდ შესრულება❤რამდენიმე გეგმა ქონდა ლუჩოს ბარსელონას და ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო გუნდმა რო არცერთ მატჩში არ გაჭირვებია😇ესპანეთის ნაკრებშიც დადებს შედეგს დარწმუნებული ვარ❤გილოვავ იუბილეს ლუჩო🥰