ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია (RFEF), ხვალ, წარმომადგენელთა კომისიას მოიწვევს, რომლის მიზანიც თამაშის დროს ცვლილებების რაოდენობის გაზრდა იქნება. ეს შეცვლები მატჩის მიმდინარეობისას დროის სამ მონაკვეთზე განხორციელდება. რეფორმის მიზანი საკმაოხნიანი, დაუგეგმავი შესვენების შემდეგ ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვაა.
ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის, განცხადებით, ის საბჭოს წევრებს ელექტრონულად შუადღისას დაუკავშირდა. ასევე, ყველა დეტალი ლა ლიგასთანაც შეათანხმა, რომლის პრეზიდენტმაც, ხავიერ ტებასმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული მხარდაჭერა დაადასტურა.
რუბიალესმა დააკონკრეტა, რომ ცვლილებების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი ერთი თვის წინ FIFA-სთანაც ჰქონდა. ეს ორგანიზაცია არსებულ შეთავაზებას დასთანახმდა და საბოლოოდ დასადასტურებლად ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს (IFAB) გადასცა. IFAB გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება და ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატს საბოლოო კონსესუსის შემთხვევაში, თითოეული გუნდისთვის 5 ცვლილების უფლების მინიჭება ხვალიდან შეეძლება. უშუალოდ სხვა ეგიდით ან სხვა დივიზიონში ჩატარებულ შეხვედრებზე აღნიშნული ცვლილების გავრცელება უკვე ესპანეთის ფედერაციის უფლებამოსილება იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, RFEF ხვალ გასამართ შეხვედრაზე აღნიშნულ ცვლილებას ლა ლიგასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სახის საფეხბურთო ღონისძიებაზე გაავრცელებს, მათ შორის საპლეიოფო ტიპის შეჯიბრებებზეც.



ეს ალბათ რეალს უფრო აწყობს, ორი სასტავი რო ყავს. ჩვენ 5 კაცი ვინ გვყავს რო ძირითადის წევრები შეცვალოს.
მშვენიერი გადაწყვეტილებაა ფეხბურთელების შეცვლის რაოდენობას რო ზრდიან ამდენხნიანი უთამაშებლობის მერე მაგარ ნაგრუსკას მიიღებენ და ამ გაზრდილი ცვლილებების ლიმიტით ნაკლებად იქნება ტრამვიანობის საფრთხე