workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფრანსიშკუ ტრინკაუ – “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი?

ფრანსიშკუ ტრინკაუ – “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი?

2020 წლის იანვარში “ბარსელონამ” “ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ ფრანსიშკუ ტრინკაუ გადმოიბირა. 20 წლის უნიჭიერეს ფეხბურთელს, რომელიც კატალონიურ კლუბს 1 ივლისს შეუერთდება, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

პორტუგალიელი 1999 წლის 29 დეკემბერს, ვიანა დუ კასტელუში დაიბადა. 2008 წელს იგი ადგილობრივი გუნდის, “ვიანენსეს” აკადემიაში ჩაირიცხა, 2009-ში კი “პორტუმ” აიყვანა, თუმცა 1 წლის შემდეგ კვლავ “ვიანენსეში” დაბრუნდა, რის შემდეგაც, 2011 წელს, “ბრაგაში” გადავიდა. ტრინკაუმ პროფესიონალური კარიერია 2016 წელს, “ბრაგა ბ-ში” დაიწყო, 2018-დან კი პირველი გუნდის წევრია.

ამჟამად, ამომავალ ვარსკვლავს “ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. თავად “ბარსელონურ” კარიერასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ნათელი მომავალი ელოდება: “რა შემიძლია კლუბს შევმატო? მინდა მოხერხება, ახალგაზრდობა და მარცხენა ფეხი გამოვიყენო. ვფიქრობ, ფანები ჩემით სიამოვნებას მიიღებენ”, – აცხადებს ის კლუბის ოფიციალურ საიტთან.

“მომავალ კრიშტიანუ რონალდუდ” წოდებულმა ფეხბურთელმა პრიმეირა ლიგაში არცთუ ცუდი სეზონი ჩაატარა. სტატისტიკა Sofascore-ს მიხედვით:

მატჩები საგოლე პასი გოლები საშუალო მაჩვენებელი საშუალო მაჩვენებელი საშუალო მაჩვენებელი საშუალო მაჩვენებელი
17 3 6

0.4 გოლი 1 მატჩში

1.4 დარტყმა 1 მატჩში 77% ზუსტი პასი  70% წარნატებული დრიბლინგი

ახლა კი გთავაზობთ ფაქტებს, რაც ტრინკაუს წარმატებულ და საიმედო მომავალზე კარგ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ევროპის ჩემპიონობა 19-წლამდელეთა რიგებში

2018 წელს, ფინეთში, ტრინკაუ პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, თვითონ კი, 5 გოლით, თანაგუნდელ ჟოტასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მიიღო. გარდა ამისა, მომავალმა “ბარსელონელმა” 3 ასისტი მიითვალა.

ნახევარფინალში პორტუგალიელებმა უკრაინის ნაკრები 5:0 დაამარცხეს, ტრინკაუმ კი დუბლი შეასრულა. ფინალში პირინეელები იტალიას დაუპირისპრდენენ და დამატებით დროში ანგარიშით, 4:3 იმარჯვეს (ძირითადი დრო 2:2 დასრულდა), ხოლო ფრანსიშკუმ 1 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.

ნდობის გამოცხადება

ტრინკაუს პორტუგალიურ კლუბში ნდობა თავიდანვე არ ჰქონია, რადგან გუნდის მწვრთნელი აბელ ფერეირა იყო, რომელიც ახალგაზრდებს არ ენდობა. 18 წლის ასაკში პორტუგალიელმა მის ხელში მხოლოდ 83 წუთი ითამაშა. თუმცა, ზაფხულში ფერეირა ბერძნულ პაოკ-ში გადავიდა, “ბრაგაში” კი რუბენ ამორიმი დაინიშნა, რის შემდეგაც 20 წლის შემტევს მეტი დრო მიეცა. ხსენებული სპეციალისტის თავკაცობით ტრინკაუ ძალიან კარგად გამოიყურებოდა და 6 გოლიც გაიტანა, თუმცა იანვარში დანიშნული მწვრთნელი მარტის დასაწყისში ლისაბონის “სპორტინგში” გადავიდა, ამჟამად კი გუნდს კუსტოდიუ კასტრუ წვრთნის.

ტაქტიკურად მოქნილი

ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბრაგას” 3-4-3 სქემაში მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. თუმცა, ფრანსიშკუ თავს უფრო კომფორტულად ცენტრში გრძნობს, სადაც მოწინააღმდეგე ხაზებს შორის სივრცეების პოვნა შეუძლია.

ტრინკაუს ტაქტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მას “ბარსას” შემტევ სისტემაში ჩაწერა არ უნდა გაუჭირდეს. ამჟამად, ამ პოზიციაზე მთელი გუნდი ლეო მესიზეა დამოკიდებული. პორტუგალიელის გუნდში მოსვლის შემდეგ, შესაძლოა, მან არგენტინელს დიდი დახმარება გაუწიოს.

500-მილიონიანი გამოსასყიდი

“ბლაუგრანამ” 20 წლის პორტუგალიელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეიძინა. მიუხედავად მისი გამოუცდელობისა, ბართომეუმ მასში 31 მილიონი ევრო გადაიხადა და 500-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა ჩაუწერა კონტრაქტში, რომელიც 2025 წლამდეა გათვლილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთში გათავისუფლების უფლება ხელშეკრულებაში ყველა მოთამაშეს აქვს, ეს გადაწყვეტილება უცნაურია ნამდვილად არაა. მაგალითად, ეს პუნქტი 2017 წელს პსჟ-მ გამოიყენა, როდესაც ნეიმარის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. კონტრაქტში უფრო დიდი ფასი რომ ყოფილიყო მითითებული, ნასერ ალ-ხელაიფი, დიდი ალბათობით, მის გადახდას ვერ შეძლებდა და თუ ამას მაინც მოახერხებდა, “ბარსელონა” მეტ ფინანსურ სარგებელს მაინც ნახავდა.

დიდ ფეხბურთელად გახდომის პერსპექტივა

“ბრაგას” პრეზიდენტის, ანტონიუ სალვადორის თქმით, ტრინკაუ მომდევნო დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.

მფლობელი აცხადებს: “ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს ვკარგავთ, ჩემი აზრით – საუკეთესოსაც კი. ის მომდევნო ათ წელში გაიბრწყინებს”.

ასევე, ფრანსიშკუ Goalpoint-ის მიერ 23-წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესოდ დასახელდა – პორტუგალიელმა ფრანგ კილიან მბაპესა და ნორვეგიელ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდს აჯობა.

ახლა კი გთავაზობთ 2 ვარიანტს, თუ როგორ შეუძლია “ბარსელონას” შემტევი ხაზის დაკომპლექტება ტრინკაუსთან ერთად:

[media=https://www.youtube.com/watch?v=s7m0SP_MoQw]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Wtf man
    schedule 26 ივლ 2020, 11:46
    #7

    ციტატა: dima359
    მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე რომ იყოს ეს მარჯვნივ საინტერესო იქნებოდა, მარცხნივ ფატი ან გრიზმანი, პლუს არტური/კოუტინიო – ჩავი/ინიესტას პოზიციაზე და უკან ფრენკი – ბუსის პოზიციაზე, ძველი ბარსას მსგავსად… ნუ ფიფაში მაინც ვცდი ამ შემადგენლობას;);)


    არტური სადღა გვყვავს

  • Don_Andresito
    schedule 07 მაი 2020, 13:18
    #6

    მწვრთნელი თუ არ იქნეა შესაბამისი მორიგ კაცს დაუნგრევენ კარიერას. ბარსა ნელ ნელა იქცა რეალად, კარიერას რო უნგრევს ყველას. რეალი კიდე პირიქითთ, ვინისიუსი როდრიგო ვალვერდე ედეგორი ჰაკიმი.. სწორად იზრდება ამდენი ხალხი, სწორი იჯარებით ან სათამაშო დროით

  • nika 54
    schedule 07 მაი 2020, 10:38
    #5

    ციტატა: ROUCH
    არასდროს მინახია რა მოთამაშეა, მაგრამ თუ ასეთი მაგარი და ოერსპექტიულია ის შიბაქი ლაუტარო რაღათ უნდათ პლიუს ფატი გვყავს


    კითხე ბართომეუს!

  • dima359
    schedule 07 მაი 2020, 06:53
    #4

    მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე რომ იყოს ეს მარჯვნივ საინტერესო იქნებოდა, მარცხნივ ფატი ან გრიზმანი, პლუს არტური/კოუტინიო – ჩავი/ინიესტას პოზიციაზე და უკან ფრენკი – ბუსის პოზიციაზე, ძველი ბარსას მსგავსად… ნუ ფიფაში მაინც ვცდი ამ შემადგენლობას;);)

  • ROUCH
    schedule 07 მაი 2020, 03:02
    #3

    არასდროს მინახია რა მოთამაშეა, მაგრამ თუ ასეთი მაგარი და ოერსპექტიულია ის შიბაქი ლაუტარო რაღათ უნდათ პლიუს ფატი გვყავს

  • M10 S9 D11
    schedule 07 მაი 2020, 00:49
    #2

    იმედია მართლაც ბარსას ლიდერად ჩმოყალიბდება აქვს მაგის პოტენციალი

  • Pablos ar abia
    schedule 07 მაი 2020, 00:10
    #1

    მშვენიერი იქნება როგორც ბოლო პერიოდში წავიკიახავ აუცილებლად 👍
    ღმერთმა ქნას გაამართლოს