“რეალ ბეტისის” ნახევარმცველს, ნაბილ ფეკირს ერთ-ერთ ესპანურ გრანდში გადასვლა სურს, იტყობინება AS.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონასგან” ან “რეალისგან” ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებას ელის.
ანდალუსიური კლუბი ფეკირის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს. მის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ნიუკასლი” და “მილანი” იჩენენ, თუმცა ამგვარი თანხა “ბეტისისთვის” ჯერ არცერთ კლუბს არ შეუთავაზებია.
26 წლის მოთამაშის კონტრაქტი “ბეტისთან” 2023 წლამდეა გათვლილი.
ელოდოს