მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გრემიოს” მწვრთნელი: “ბარსელონა” და “იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბები არიან

“გრემიოს” მწვრთნელი: “ბარსელონა” და “იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბები არიან

ბრაზილიური “გრემიოს” მთავარი მწვრთნელი რენატუ პორტალუპი მიიჩნევს, რომ, თუ “ბარსელონას” ნახევარმცველი არტური “იუვენტუსში” გადავა, ის ამით არაფერს დაკარგავს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ კლუბს 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა სურს.

“ვფიქრობ, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბები არიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ზედა ეშელონში იმყოფებიან. ისინი პრესტიჟული ტიტულებისთვის ყოველთვის იბრძვიან.

“ბარსა” და “იუვე” ერთსა და იმავე დონეზე იმყოფებიან. ორივე მათგანი ბრწყინვალე და დიდი ისტორიის მქონე კლუბია.

არტურზე დაყრდნობა რომ შემეძლოს, მას არასდროს გავყიდდი. სამწუხაროდ, “გრემიო” იძულებული გახდა, ის გაეშვა, რადგან შემოთავაზებულ თანხაზე უარს ვერ ვიტყოდით”, – ციტირებს რენატუ პორტალუპის სიტყვებს Tribal Football.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2020, 08:22

    სისულელეა ამის გაშვება და მეტი არაფერი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 04 მაი 2020, 01:45

    იმედია არტურს არ გაუშვებენ.