“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი და ამჟამად “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი “ბარსელონას” საყრდენ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს აქებს.
“ბუსკეტსის წინააღმდეგ მითამაშია და საბოლოოდ, რასაც აკეთებ ისაა, რომ მასზე ზეწოლას წყვეტ, რადგან ეს ძალიან წარუმატებელი ხდება.
შენ არ შეგიძლია მას მიუახლოვდე, არ შეგიძლია მას ბურთი წაართვა, ისიც კი არ შეგიძლია, რომ მას გასცდე, ვინაიდან ამ დროს პოზიციის მიღმა იმყოფები. ის დიდებულია.” – განაცხადა ჯერარდმა.
აღსანიშნავია, რომ ჯერარდს ბუსკეტსის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში უთამაშია. ეს 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ამერიკაში მყოფი “ბარსელონა” ჯერარდის “ლოს ანჯელეს გელექსის” დაუპირისპირდა.
ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელია ბუსკეტსი მაკელელესთან ერთად
მოსიარულე ტრენერი